ზუგდიდში, გამსახურდიას გამზირზე, აფთიაქში მანქანა შევარდა

ზუგდიდში, გამსახურდიას გამზირზე, აფთიაქში მანქანა შევარდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მძღოლი ავტომობილს აპარკინგებდა, რა დროსაც ცუდად გახდა და დამუხრუჭება ვერ მოახერხა. შემთხვევის შედეგად ჩაიმსხვრა ჯიპისის აფთიაქის მინები, თუმცა არავინ დაშავებულა

ორი წელი გავიდა ლუკა სირაძის მკვლელობიდან და მარიამ ჩოლოიარი უკვე თავისუფალია.

   მარიამ ჩოლოიარს თბილისის საქალაქო სასამართლომ 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე აღმკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2019 წლის 19 დეკემბერს შეუფარდა. 15 წლის ლუკა სირაძემ რომელმაც თვითმკვლელობა პოლიციაში მასზეგანხორციელებული ფსიქოლოგიურიძალადობის გამო სცადა, იაშვილისკლინიკაში 17 დეკემბერს გარდაიცვალა  2021 წლის 5 აგვისტოს კი მარიამ ჩოლოიარმა საპატიმრო ვადაზე ადრე დატოვა ორდღეში კი ლუკას გარდაცვალებიდან  ორი წელი შესრულდება .

კოვიდ პასპორტების წინაღმდეგ ბრძოლაში საზოგადოება უნდა იყოს ერთიანი, და არუნდა დავუშვათ ხალხის ჯგუფებად დაყოფა რაც მთლიანობაში დაზარალებს ჩვენს ინტერესებს -ადვოკატი: ლაშა შუკაკიძე

საზარელი შემთხვევა ხელვაჩაურში -კაცმა ცოლშვილი ნაჯახით მოკლა.

საზარელი შემთხვევა ხელვაჩაურში -კაცმა ცოლშვილი ნაჯახით მოკლა tv25.ge ის ინფორმაცით 54 წლის კაცს ჯამრთელობის (ფსიქიკური) პრობლემა ჰქონდა, მოკლულია 22 წლამდე ასაკის ახალგაზრდა მამაკაცი და ცოლი, 43 წლის ქალი. ადგილობრივების ცნობით, ოჯახის ორმა წევრმა (შვილმა და კაცის დედამ) თავს გაგცევით უშველეს. შ.ს.ს ინფორმაციით, ორი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლისამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს.

საპატრარქოს წინაღმდეგ აქცია და რაიმის მოთხოვნა ჩემთვის მიუღებელია.

დღეს ქართული საზოგადობეა უდიდესი გამოწვევის წინაშე დაგას, და მიმაჩნია რომ ყველა საღად მოაზროვნე ადამიანმა უნდა შეიტანოს თავისი წვლილი კოვიდ პასპორტების წინააღმდეგ ბრძოლაში. მაგრამ ყოვლად მიუღებლად და დაუშვებლად მიმაჩნია საპატრიარქოს წინაღმდეგ აქცის გამართვა და რაიმის იძულების გზით და ფორმით მოთხოვნა. საპატრიარქოს ნებისმიერი გადაწყვეტილება ჩემთვის ყოველთვის საპატივცემულო და მისაღებია. ყოველგვარი ვიწრო ინტერესების გარეშე ერთიანი ძალებით უნდა მოხდეს კოვიდ ფაშიზმის წინაღმდეგ ბრძოლა არცერთ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ხალხის და ჯგუფების დაყოფა მხოლოდ ერთიანი ძალებით იქნება შესაძლებელი კოვიდ ფაშიზმის წინარმდეგ გამარჯვება. ადვოკატი : ლაშა შუკაკიძე

რესპუბლიკის მოედანზე “მწვანე პასპორტების” წინააღმდეგ აქცია იმართება

ამ წუთებში იმართება აქცია “მწვანე პასპორტების” წინააღმდეგ, აქციაზე რვა ათასამდე მოქალაქე იმყოფება, რომელიც “მწვანე პასპორტების ” გაუქმებას მოითხოვს. აქცია რესპუბლიკის მოედანზე სამ საათზე დაიწყო. მათი განცხადებით, “მწვანე პასპორტის” შემოღებამ საზოგადოება ორ ნაწილად გაყო და დაარღვია მოქალაქეების თავისუფალი არჩევნის უფლება, რაც მიუღებელია დემოკრატიული სახელმწიფოსთვის. მსვლელობას შეუერთდნენ “გლოვოს” კურიერები, რომლებმაც გამოხატეს პროტესტი აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით.მონაწილეები მოუწოდებენ მოქალაქეებს, რომ იბრძოლონ სამართლიან სახელმწიფოში ცხოვრებისთვის და შემოუერთდნენ მსვლელობას.

შრომის ინსპექცია ღამის კლუბებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შრომის ინსპექციამ გააკეთა განაცხადი, რომელშიც ღამის კლუბებს მოუწოდებს, რომ არ განახორციელონ აკრძალული საქმიანობები,წინააღმდეგ შემთხვევაში ობიექტის წინააღმდეგ გამოყენებული იქნება შესაბამისი ადმინისტრაციული სასჯელი. „შრომის ინსპექციის სამსახური 2020 წლიდან აქტიურადაა ჩართული სამუშაო ადგილებზე ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით უსაფრთხოდ ფუნქციონირების პროტოკოლის შემუშავებაში. მოქალაქეების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სხვადასხვა სექტორული მიმართულებით, სამუშაო ადგილებისთვის შემუშავებულია 41 ზოგადი და სექტორული რეკომენდაცია, რომლის დანერგვაც მნიშვნელოვნად ამცირებს COVID19-ის გავრცელებასთან დაკავშირებულ რისკებს სხვადასხვა ბიზნეს ინდუსტრიაში. მას შემდგომ, რაც პირველი დეკემბრიდან საქართველოში ამოქმედდა მწვანე პასპორტის კონცეფცია, შრომის ინსპექციამ აქტიურად დაიწყო შეხვედრები სხვადასხვა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან. მათ შორის, ღამის კლუბების ასოციაციასთან…

საქართველოში კორონავირუსის 3 410 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 732 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 3 410 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას მთავრობის სპეციალური ვებგვერდი stopcov.ge ავრცელებს. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 732 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 46 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 37 714 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 679, „პისიარ“-ტესტით –17 035. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9,04%, ბოლო 14 დღის – 8,63%, ბოლო 7 დღის – 8,33%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 865 293 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 806 596 გამოჯანმრთელდა, 12 344 კი, გარდაიცვალა. სულ ჩატარდა 2 234 180 აცრა, დღიურად აცრილია 7 413. კარანტინის რეჟიმშია 36, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 458 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 242 პირი. ამასთან, 4 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 3 950 ახალი შემთხვევა…