“ბიუჯეტი წლების მიხედვით არის განსხვავებული, შარშან ნაკლები იყო, შარშანწინ ცოტა მეტი, წელს შარშანდელზე მეტია”- თბილისის მერის განცხადება საახალწლოდ გამოყოფილ თანხებზე

თბილისის მერი კახი კალაძემ საახალწლო სოფლის მოსაწყობად სამ ნახევარ მილიონი ლარი გამოყო. “მთავარი არხის” ჟურნალსტებთან თბილისი მერმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა:
“ქალაქი იყოს გალამაზებული, მორთული და შევქმნათ საახალწლო განწყობა. ბიუჯეტი წლების მიხედვით არის განსხვავებული, შარშან ნაკლები იყო, შარშანწინ ცოტა მეტი იყო, წელს შარშანდელზე მეტია.”
ოპოზიცია კრიტიკულად პასუხობს კახი კალაძის გადაწვეტილებას, ისინი ფიქრობენ, რომ საახალწლო დეკორაციებისთვის ამხელა თანხის გამოყოფა არარაციონალურია.
თბილისის მერის განცხადებით, დახარჯული თანხების შედეგს 24 დეკემბერს ვიხილავთ.

Related posts

კომენტარის დამატება