“მაქვს უფლება, ახალი ვადით ვიყარო კენჭი…”-ვლადიმერ პუტინის განცხადება კიდევ ერთი ვადით კენჭისყრასთან დაკავშირებით

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ვლადიმერ პუტინის გან­ცხა­დე­ბით, ამ დრო­ის­თვის არ აქვს მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, იყ­რის თუ არა კენ­ჭს კი­დევ ერთი ვა­დით.

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ კრემ­ლის ლი­დერ­მა ფო­რუმ­ზე “რუ­სე­თი გიხ­მობს“ სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

“კონ­სტი­ტუ­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად, მაქვს უფ­ლე­ბა, ახა­ლი ვა­დით ვი­ყა­რო კენ­ჭი. გა­ვა­კე­თებ, თუ არა ამას, ამის შე­სა­ხებ ჩემ­თვი­საც არ მი­მი­ღია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა“, – გა­ნა­ცხა­და პუ­ტინ­მა.

ცნო­ბის­თვის, 24 მარტს რუ­სე­თის დუ­მამ მე­სა­მე მოს­მე­ნით და­ამ­ტკი­ცა კა­ნონპ­რო­ექ­ტი სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ვლა­დი­მერ პუ­ტინს უფ­ლე­ბას ანი­ჭებს, მე­ხუ­თე ვა­დით იყა­როს კენ­ჭი რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის პოსტზე.

Related posts

კომენტარის დამატება