“მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, გამოუშვას სულ ყველა, ყველა იმ ბავშვს ვპატიობ… მკვლელები აღარ მაინტერესებს” – ზაზა სარალიძე

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ,ზაზა სარალიძემ “ტვ პირველის” ეთერში განცხადება გააკეთა.მან თხოვნით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, რომ მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულები შეიწყალოს. მისი თქმით, ეს პოზიცია ბოლო სასამართლო პროცესზეც გამოხატა.

“ესე­ი­გი რად­გან მკვლე­ლე­ბი და­ი­ჭი­რეს, აღარ უნდა გა­მო­ვი­დე არ­სად ხო? რად­გან აქ­ცი­ე­ბი­დან წა­ვე­დი და მე­ო­რე შვი­ლის გა­დარ­ჩე­ნა­ზე ვიზ­რუ­ნე, გამ­ყიდ­ვე­ლი ვარ? ვაი თქვენს პატ­რონს. ზუს­ტად ამის მსხვერ­პლია ჩემი შვი­ლი, ამ ზი­ზღმა მოკ­ლა ჩემი შვი­ლი.

მე დღეს ის ბი­ჭე­ბი მე­ცო­დე­ბი­ან ყვე­ლა. ბოლო სა­სა­მარ­თლო­ზეც და­ვა­ფიქ­სი­რე და ახ­ლაც ვი­ტყვი. პირ­და­პირ მივ­მარ­თავ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს, გა­მო­უშ­ვას სულ ყვე­ლა, ყვე­ლა იმ ბავ­შვს ვპა­ტი­ობ ყვე­ლა­ფერს. იმი­ტომ ვპა­ტი­ობ, რომ კა­ნო­ნი მე­უბ­ნე­ბა, რომ 15 წლის მერე მა­ინც უნდა აპა­ტი­ოო. დღეს­ვე ვა­პა­ტი­ებ, რა­ტომ უნდა ვი­ტან­ჯო 15 წელი თავი.

განა ის ბავ­შვე­ბი არ მე­ცო­დე­ბი­ან. ეს მე ბოლო სა­სა­მარ­თლო­ზეც და­ვა­ფიქ­სი­რე, გა­მო­უშ­ვან კა­ლან­დი­აც, გა­მო­უშ­ვან ეს ბი­ჭიც. სი­მარ­თლე ით­ქვა და მკვლე­ლე­ბი აღარ მა­ინ­ტე­რე­სებს. მაგ­რამ ერთი კარ­გად და­ი­მახ­სოვ­რეთ, ფხა­კა­ძეს, გუ­გუშ­ვილს და ფი­ფას, სა­ნამ ცო­ცხა­ლი ვიქ­ნე­ბი არ ვა­პა­ტი­ებ” – აღ­ნიშ­ნა ზაზა სა­რა­ლი­ძემ.

Related posts

კომენტარის დამატება