რესპუბლიკის მოედანზე “მწვანე პასპორტების” წინააღმდეგ აქცია იმართება

ამ წუთებში იმართება აქცია “მწვანე პასპორტების” წინააღმდეგ, აქციაზე რვა ათასამდე მოქალაქე იმყოფება, რომელიც “მწვანე პასპორტების ” გაუქმებას მოითხოვს. აქცია რესპუბლიკის მოედანზე სამ საათზე დაიწყო. მათი განცხადებით, “მწვანე პასპორტის” შემოღებამ საზოგადოება ორ ნაწილად გაყო და დაარღვია მოქალაქეების თავისუფალი არჩევნის უფლება, რაც მიუღებელია დემოკრატიული სახელმწიფოსთვის. მსვლელობას შეუერთდნენ “გლოვოს” კურიერები, რომლებმაც გამოხატეს პროტესტი აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით.მონაწილეები მოუწოდებენ მოქალაქეებს, რომ იბრძოლონ სამართლიან სახელმწიფოში ცხოვრებისთვის და შემოუერთდნენ მსვლელობას.

Related posts

კომენტარის დამატება