თბილისში 17 წლის მოზარდი მოკლეს

17 წლის მოზარდის მკვლელობის მოტივი უცნობია, შემთხვევა 4 დეკემბერს “სანზონაში” საღამოს მოხდა.ადგილობრივები ყვებიან, რომ გაიგეს ჩხუბისა და გინების ხმა, მას შემდეგ კი რაც დაჭრილი ახალგაზრდა დაინახეს, საავადმყოფოშიც თავად გადაიყვანეს, თუმცა მოზარდი სავარაუდოდ უკვე გარდაცვლილი იყო. მას ჭრილობები ცივი იარაღით გულის არეში აქვს მიყენებული, მკვლელობამდე კი სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა სიტყვიერ ურთიერთდაპირისპირებას.მეზობლების განცხადებით, ნაცნობი სახები ვერ ამოიცვნეს. როგორც გაირკვა, დაპირისპირება რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

შსს-ს გამოძიება 109-ე, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით აქვს დაწყებული.  

Related posts

კომენტარის დამატება