პატიმრობა შეეფარდა ბრალდებულს, რომელიც არასრულწლოვანს მოწყალების მოთხოვნას და ნივთების ქურდობას აიძულებდა – პროკურატურა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. “პროკურატურის ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სარგებლის მიღების მიზნით 12 წლის არასრულწლოვანი გადაიბირა და შრომით ექსპლუატაციას უწევდა მას. ბრალდებული მუქარით და ფსიქოლოგიური ზეწოლით დაზარალებულს აიძულებდა თბილისის ქუჩებში მოწყალების მოთხოვნას და სხვადასხვა წვრილმანი ნივთების ქურდობას. აღნიშნულის შედეგად შეგროვებულ თანხას კი თავისი შეხედულებისამებრ განკარგავდა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 სეკუნდა მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახით 14-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- ნათქვამია განცხადებაში. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს…

ნიკოლოზ სამხარაძე – განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ელჩებს იმ ქვეყნებში, სადაც 30 წლიან ისტორიაში, საქართველოს პარლამენტის მიერ ისტორიული ვიზიტები პირველად გაიმართა

2022 წელი საპარლამენტო დიპლომატიის კუთხით იყო ყველაზე აქტიური წელი, რადგან საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან, პარლამენტის მხრიდან, არ მახსოვს ამდენი ვიზიტი განხორციელებულიყოს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო იმ ქვეყნებში ჩვენს ელჩებს, სადაც 30 წლიან ისტორიაში პირველად გაიმართა საპარლამენტო ვიზიტები , – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „ელჩების კონფერენცია-2022″ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, რთული პერიოდის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტი მუდმივად ცდილობს ქვეყანაში მიღწეული პოზიტიური პროგრესი ქვეყნის გარეთ გაიტანოს. „ჩვენ ძალიან კარგად ვხვდებით, რომ დიპლომატებს აქვთ გარკვეული საზღვრები, თუმცა ჩვენ იმისთვის გვაქვს საპარლამენტო დიპლომატია, რომ პოლიტიკოსებმა პოლიტიკოსებთან განსაკუთრებით მწვავე თემებზე ვისაუბროთ და ავუხსნათ მათ, თუ…

პარტია „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ ჯანდაცვის მინისტრის მიერ მედპერსონალისთვის ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით განცხადებას ეხმაურება

პარტია „ანა დოლიძე – ხალხისთვის” ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის მიერ მედპერსონალისთვის ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით განცხადებას ეხმაურება. „პარტია „ანა დოლიძე – ხალხისთვის“, უკვე 1 წელია ვაწარმოებთ კამპანიას რეალური მინიმალური ხელფასის განსაზღვრისთვის, რომლის არსებობაც აპრობირებული მექანიზმია ევროპაში. ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ექიმებისთვის და ექთნებისთვის მინიმალური ხელფასის ზღვარის დაწესების, თუმცა ეს გადაწყვეტილება არის არასაკმარისი, გამომდინარე იქიდან, რომ არის ერთჯერადი. სინამდვილეში აუცილებელია ხელისუფლებამ მიიღოს ისეთივე მექანიზმი მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით, როგორც ევროპის ბევრ ქვეყანაშია. საჭიროა, ეკონომიკის სამინისტროდან შეიქმნას შესაბამისი ექსპერტებისგან დაკომპლექტებული საბჭო, რომელიც პერიოდულად ინფლაციასთან მიმართებაში განსაზღვრავს მინიმალური ხელფასის ოდენობას იმისათვის, რომ იგი არ იყოს დადგენილი ასე ერთჯერადად, მხოლოდ და…

იაპონიაში დიდთოვლობას 17 ადამიანი ემსხვერპლა

ია­პო­ნი­ის ჩრდი­ლო­ეთ და და­სავ­ლეთ ნა­წი­ლებ­ში დიდ­თოვ­ლო­ბას 17 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა, – ინ­ფორ­მა­ცი­ას ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია ავ­რცე­ლებს. მა­თი­ვე ცნო­ბით, და­შავ­და კი­დევ 110 ადა­მი­ა­ნი. ჩრდი­ლო­ე­თით და ქვეყ­ნის და­სავ­ლე­თით ია­პო­ნი­ის ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე თოვა 17 დე­კემ­ბერს და­ი­წყო. ამ­ჟა­მად, ია­მა­გა­ტას პრე­ფექ­ტუ­რა­ში თოვ­ლის სიღ­რმე 169 სან­ტი­მეტ­რია. ყვე­ლა­ზე მეტი უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა, რა­მაც ადა­მი­ა­ნე­ბის და­ღუპ­ვა ან და­შა­ვე­ბა გა­მო­იწ­ვია, შე­ნო­ბე­ბის სა­ხუ­რა­ვე­ბის თოვ­ლის­გან გაწ­მენ­დის სა­მუ­შა­ო­ებს უკავ­შირ­დე­ბა. დიდ­თოვ­ლო­ბამ ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მი­წო­დე­ბის შე­ფერ­ხე­ბა გა­მო­იწ­ვია. ნი­ი­გა­ტას პრე­ფექ­ტუ­რა­ში თით­ქმის 1 000 ოჯა­ხი მე­ცხრე დღეა ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­რე­შეა დარ­ჩე­ნი­ლი. ადვოკატი/advokati

არ შეიძლება, იცოდე, რომ სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის გამყოფი ხაზი შენი ხელმოწერაა და ეს ხელმოწერა არ გაიმეტო – ნიკა გვარამია ზურაბიშვილს

მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით, წერილს ავრცელებს ნიკა გვარამია. სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებიდან გამოგზავნილ მიმართვაში, ის წერს, რომ მესამე პრეზიდენტს ახლა ემპათია სჭირდება. როგორც ნიკა გვარამია წერს, შეუძლებელია საქართველოს პრეზიდენტს არ ესმოდეს და სუბიექტურ განცდამდე დაჰყავდეს, სიცოცხლის მხარეს დადგება, თუ სიკვდილის:  “დღეს, მიხეილ სააკაშვილს არ სჭირდება მხარდაჭერა, სიმპათია, სიყვარული. დღეს მას სჭირდება ერთადერთი – ემპათია. სამწუხაროდ, ქართული საზოგადოების უმწიფარობა ჩანს იმაში, რომ ერთმანეთისგან ვერ ანსხვავებს სუბიექტურ განცდას და ობიექტურ საჭიროებას. ჩვენში სიმპათია ყოველთვის უდრის ემპათიას, (მაშინაც, როცა ემპათიას არ უნდა იწვევდეს), ხოლო ანტიპათია ყოველთვის უდრის ემპათიის არქონას. ემპათია კონტექსტუალურია. მისი განმსაზღვრელი…

ანი წითლიძემ შიმშილობა შეწყვიტა – დეპუტატს საავადმყოფოში გადაიყვანენ

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანი წითლიძემ შიმშილობა შეწყვიტა. განცხადება დეპუტატმა ექიმებთან და მის თანაგუნდელთან ხატია დეკანოიძესთან ერთად გააკეთა. წითლიძემ შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება ექიმების კატეგორიული მოთხოვნის საფუძველზე მიიღო. მას სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ.”პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, მისი სხეულის მასა არის ძალიან დაბალი, ასევე დაბალია არტერიული წნევის მაჩვენებელი, შესაბამისად ქალბატონი წყვეტს დღეს შიმშილობას ჩვენი კატეგორიული მოთხოვნით”- ამბობს ექიმი.წითლიძე მიხეილ სააკაშვილის გადარჩენისა და სამკურნალოდ დასავლეთში გადაყვანის მოთხოვნით, პარლამენტის შენობაში 12 დღე შიმშილობდა  

მოსკოვში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ხანძარი გაჩნდა

მოსკოვში ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრი იწვის. რუსული მედიის ინფორმაციით, ცეცხლი 18 000 კვ.მ-ზეა გავრცელებული. ადგილზე მუშაობენ მეხანძრე-მაშველები. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ სავაჭრო ცენტრში ცეცხლი საღებავის ავზებს და აეროზოლებს გაუჩნდა, რამაც აფეთქება და ნგრევა გამოიწვია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება. ადვოკატი:

პროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, გაწევრიანდა ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ და სირიის ტერიტორიაზე „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ წარმოებულ შეიარაღებულ მოქმედებებში აქტიურ მონაწილეობას იღებდა. ასევე, ტერორისტული ორგანიზაციის მხარდასაჭერად ტერორისტული საქმიანობის პროპაგანდას ეწეოდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 7 დეკემბერს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში მისი…

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში შესატან ცვლილებზე იმსჯელეს. კანონპროექტი განსახილველად ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა და აღნიშნა, რომ ცვლილებებით ხდება ეკონომიკური პარამეტრების დაზუსტება. „2022 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ნაცვლად 8,5%-ისა, განისაზღვრა 10%-ის ოდენობით. დაზუსტდა მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროგნოზი, რომელიც 10,5%-დან ჩამოვიდა 9,5%-მდე. ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი განისაზღვრა 72,3 მლრდ. ლარის ოდენობით. ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები გაიზარდა 526,0 მლნ ლარით მათ შორის, 492 მლნ. ლარამდე მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში ხოლო, 43 მლნ. ლარი კი მუნიციპალურ ბიუჯეტებში. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების…

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ჰუმანიტარული დახმარების მიზნით, საქართველო უკრაინისთვის გენერატორებს შეიძენს

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიზნით, ქვეყანაში გენერატორები გაიგზავნება. მთავრობის განცხადებით, აღნიშნული საკითხის უმოკლეს ვადაში შესრულება, ეკონომიკის სამინისტროს დაევალა. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ჯაველიძემ განაცხადა, ომის დაწყების დღიდან, საქართველოს მთავრობა საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში არასოდეს აკლებდა ყურადღებას უკრაინელ მეგობრებს. „როგორც მოგეხსენებათ, ომის დაწყების დღიდან, საქართველოს მთავრობა საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში არასოდეს აკლებდა ყურადღებას ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, უკრაინის მოსახლეობას და მაქსიმალურად ცილობდა, ყველანაირად დახმარებოდა მათ. ამის დასტურია ის, რომ საქართველო პირველ ადგილზე რჩება იმ ქვეყნებს შორის, ვინც ჰუმანიტარული დახმარება გაუწია ამ სახელმწიფოს. მინდა აუცილებლად აღვნიშნო ის მხარდაჭერა, რომელსაც სახელმწიფო დღეს აგრძელებს.…