14 აპრილს 12 საათზე ადვოკატები საქალაქო სასამართლოს ეზოში აქციას გამართავენ რათა გააპროტესტონ მოსამართლეების მხრიდან განხორციელებული უკანონო ქმედებები.

14 აპრილს 12 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ადვოკატები აქციას გამართავენ მოსამართლეების წინააღმდეგ, როგორც ადვოკატები აცხადებენ მოსამართლეების მხრიდან სასამართლო დარბაზებში უხეშად ხდებ ადვოკატების უფლებების დარღვევა მოსამართლეთა მხრიდან რამაც უკვე სისტემატური ხასიათი მიიღო. მოსამართლები ხელს უშლიან ადვოკატებს საადვოკატო საქმიანობის განხორციელებაში, ადვოკატებს უკანონოდ აძევებენ დარბაზებიდან, არაძლვენ საშვალებას წარადგინონ მტკიცებულებები. აღნიშნული ქმედება წარმოადგენს ადვოკატის საქმიანობის ხელის შეშლას რაც ასევე კანონით დასჯადი ქმედება. ეს იქნება გამაფრთხილებელი აქცია მოსამართლეების მიმართ რომ მათმა შეწყვიტონ სასამართლო დარბაზებში კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევა. აგრეთვე ადვოკატები გეგმავენ შექმნან კომიტეტი რომელიც უზრუნველყოფს მოსამართლეების მხრიდან ადვოკატების მიმართ განხორციელებულ თითეული ფაქტზე შესაბამის რეაგირებას.

Related posts

კომენტარის დამატება