აშშ აპირებს საქართველოს თავდაცვის გაძლიერების მიზნით 35 მილიონი დოლარი გამოუყოს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საქართველო აშშ-სგან მიიღებს $35 მილიონს, რაშიც შევა ბრიგადის საბრძოლო აღჭურვილობის კომპლექტი,ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საქართველო აშშ-სგან მიიღებს $35 მილიონს, რაშიც შევა ბრიგადის საბრძოლო აღჭურვილობის კომპლექტი, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა, მოწინავე საველე არტილერიის ტაქტიკური მონაცემების სისტემა, მობილურობის შესაძლებლობები და კიბერ-თავდაცვა.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა ისიც, რომ 713 მილიონი დოლარის ოდენობის უცხოური სამხედრო დაფინანსების (FMF) ფარგლებში 322 მილიონი დოლარი უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას მოხმარდება. დანარჩენი თანხა კი გადანაწილდება ბალკანეთისა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე.

დიპლომატიური უწყების წარმომადგენელი ასევე აცხადებს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს ამ თანხის გამოყოფის შესახებ ცნობა 24 აპრილს გაუგზავნა.

Related posts

კომენტარის დამატება