ღარიბაშვილი: ჯარი, ეკლესიასთან ერთად, არის ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტი საქართველოში

,,ჩვენი ისტორია და დღევანდელობა, რომელიც გამოწვევებით იყო და არის აღსავსე, ჩვენგან მოითხოვს, კიდევ უფრო მეტი შემართებით გავაგრძელოთ ჩვენი ჯარის გაძლიერება, ჩვენი ჯარის ტრანსფორმაციის პროცესი. დასახული გრძელვადიანი გეგმის მიხედვით ჩვენ შევძლებთ ჩვენი ჯარის კიდევ უფრო გაძლიერებას, მზადყოფნისა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, მნიშვნელოვნად გაზრდას. დღევანდელ დღეს მინდა, ასევე მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობრებს, პარტნიორებს – აშშ-ს, ნატოს წევრ ქვეყნებს, ყველას, ვინც მხარს უჭერს, ეხმარება ჩვენი ჯარის გაძლიერებას. დღეს, თავდაცვის ძალები ნდობის კუთხით, ეკლესიასთან არის ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტი საქართველოში. ეს რა თქმა უნდა თქვენი, თითოეული სამხედროს დამსახურებაა. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ერთგული სამსახურისთვის, გისურვებთ წარმატებას და გამარჯვებას ყველგან. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი!”,-განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 30 აპრილი საქართველოს თავდაცვის დღეა. დღეს ქართული არმია დაარსებიდან 31-ე წლისთავს აღნიშნავს.

Related posts

კომენტარის დამატება