ჯო ბაიდენი: ჩვენ რუსეთს არ მივცემთ უფლებას დაშინებით და შანტაჟით აიცილოს სანქციები

რუსეთი წარმოადგენს ენერგიის სანდო წყარო მსოფლიოსთვის,მიუხედავად მისი წარმოდგენებისა, ,,მათი ქმედებები პოლონეთისა და ბულგარეთის მიმართ სხვას აჩვენებს, რუსეთი ენერგორესურსებს, არა მხოლოდ როგორც საქონელს, არამედ როგორც იარაღს იყენებს. ”- განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.

აღნიშნულის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დღეს, თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

,,ჩვენ რუსეთს არ მივცემთ უფლებას დაშინებით და შანტაჟით აიცილოს სანქციები”, – განაცხადა ბაიდენმა.

ამასთან, პოლონეთისა და ბულგარეთის საკითზე დასმული კითხვის საპასუხოდ ბაიდენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქვეყნების დახმარების მიზნით, აშშ მოკავშირეებთან იმუშავებს.

,,ჩვენ იაპონელ მოკავშირეებთან ვიმუშავეთ და შესაძლოა, ბუნებრივი აირის გაყიდვა ამ ქვეყნებიდან პოლონეთსა და ბულგარეთში გადავიტანოთ. სულ ეს არის, რისი თქმაც ახლა შემიძლია”, – აღნიშნა ბაიდენმა.

შეგახსენებთ, რომ 27 აპრილიდან, რუსულმა ენერგეტიკულმა კომპანია „გაზპრომმა“ ბულგარეთსა და პოლონეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტა.

Related posts

კომენტარის დამატება