მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად იქნება სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანილი, რას ამბობს ნიკა მელია

მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად იქნება სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანილი და ბატონი კობახიძე და სხვები, რაც არ უნდა საუბრობდნენ და იხტიბარს არ იტეხდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ექვს წლიანი სასჯელი უნდა მოიხადოს, ეს არის გამორიცხული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ნიკა მელიას თქმით, საქართველოს ყველა მეგობარი ქვეყანა აცნობიერებს, რომ პრობლემა, რომელიც „დემოკრატიული წესწყობილების მოსურნე ხალხს პოლიტიკური დევნის სახით ექმნება“, შემაფერხებელი ფაქტორია, რომ საქართველო ევროპული მომავლის ნაწილი გახდეს და სჯერა, რომ ამ საკითხზე კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება.

Related posts

კომენტარის დამატება