პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში 7 ადამიანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებლა თბილისის, კახეთის , ქვემო ქართლის და სამეგრელო ზემო სვანეთის ტერიტორიაზე უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ტარების ბრალდებით 7 პირი დააკავა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­გა­მო­ძი­ე­ბო მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ბრალ­დე­ბით, 1990 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ქ.ი. და­ა­კა­ვეს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ჩხრე­კი­სას, ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს პის­ტო­ლე­ტი, მჭი­დი და 11 საბ­რძო­ლო ვაზ­ნა. კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყვარ­ლის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს და თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში მრა­ვალ­ჯერ ნა­სა­მარ­თლე­ვი გ.მ. ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის და ტა­რე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. პო­ლი­ცი­ამ, ბრალ­დე­ბუ­ლის პი­რა­დი ჩხრე­კი­სას, ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, 2 მჭი­დი და 50 საბ­რძო­ლო ვაზ­ნა.

ქვე­მო ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის რუს­თა­ვის სა­ქა­ლა­ქო სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა 1990 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში სხვა­დას­ხვა და­ნა­შა­უ­ლის­თვის ნა­სა­მარ­თლე­ვი და ამ­ჟა­მად პი­რო­ბი­თი მსჯავ­რის ქვეშ მყო­ფი ჯ.მ. ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის­თვის და­ა­კა­ვეს.

მომხდარი დანაშაული 236-ე მუხლის 2 და 3 ნაწილების ნაწილების თანახმად 3 დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Related posts

კომენტარის დამატება