სამგზავრო მატარებელს 30 აპრილიდან ახალი გაჩერება დაემატება

საქართველოს რკინიგზის განცხადებით, 30 აპრილიდან სამგზავრო მატარებელს ახალი გაჩერება დაემატება, კერძოდ, კოპიტნარში , ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელი რკინიგზის სადგურით მგზავრებს სხვადასხვა ქალაქიდან შეეძლებათ სარგებლობა. კოპიტნარის სადგურიდან ქუთაისი აეროპორტამდე გზა სულ 5 წუთს მოიცავს. ასევე გამოიყოფა სპეციალური ტრანსპორტი , რომელიც მგზავრების აეროპორტში გადაყვანას უზრუნველყოფს. საქართველოს რკინიგზის განცხადებით , განახლებული სადგური თანამედროვე სტანდარტებს პასუხობს და შეზღუდული შესაძლებლობის პირებსაც შეუძლიათა ისარგებლონ. კოპიტნარის მიმართულებით ბილეთების გაყიდვა 29 აპრილს დაიწკება და მისის შეძენა მგზავრებს საქართველოს რკინიგზის სალაროებში, ვებ-გვერდძე და სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით შეეძლებათ.

Related posts

კომენტარის დამატება