საქართველოს პროკურატურა საზოგადოებას მოუწოდებს, რომ სიფრთხილე გამოიჩინონ სოციალურ ქსელებში შეღავათიან ან სხვა სახის სარგებლის მიღებაზე განთავსებულ ინფორმაციებთან დაკავშირებით

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სოციალურ ქსელ “Facebook”-ზე შექმნეს ყალბი გვერდი და განათავსეს ინფორმაცია ევროპაში აკრედიტებული საბანკო დაწესებულებების მიერ 5 000-დან 1 000 000 ევრომდე ოდენობით კრედიტის გაცემასთან დკავშირებით, რაც მიზნად ისახავდა პოტენციური დაზარალებული პირების მოტყუებას. შედეგად ხდებოდა თანხების მოტყუებით გადარიცხვა დამნაშავეებთან დაკავშირებული პირების საბანკო ანგარიშებზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა. დანაშაული ითვალისწინებს 9-წლამდე პატიმრობას.

Related posts

კომენტარის დამატება