შსს-მ ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული 2 ადამიანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ე.წ ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული 2 ადამიანი დააკავა. ერთს ბრალი ქურდული სამყაროს წევრობაში, მეორეს კი ე.წ ქურდული სამყაროს წევრისთვის ან კანონიერი ქურდისთვის მიმართვაში ედება.

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულ კ.თ.-ს და მის ნაცნობს შორის წარმოიშვა ქონებრივი დავა მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით. აღნიშნული დავის მოგვარებაში ჩაერთნენ კრიმინალური ავტორიტეტები – ო.ს. და ვ.გ., რომლებიც დაუკავშირდნენ საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ – მ.მ.-ს (მეტსახელად „ყურშა”) და ზ.მ.-ს (მეტსახელად „გლეხოვიჩი“).

„კანონიერმა ქურდებმა“ თურქეთში დავის მქონე მხარეებთან ერთად მოაწყვეს ე.წ. ქურდული გარჩევა. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ფინანსური დავის საგანი – მიწის ნაკვეთი უნდა გაყიდულიყო, მთლიანი თანხა უნდა გადარიცხულიყო „კანონიერ ქურდებთან“, რომლებიც შემდგომში გადაწყვეტდნენ თანხის განაწილების საკითხს.

პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად იქნა ამოღებული ბრალდებულების კუთვნილი მობილური ტელეფონები, რომელთა მეშვეობითაც მათ ერთმანეთთან და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებთან” შეეძლოთ კავშირის დამყარება.

დანაშაულები 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Related posts

კომენტარის დამატება