სიგარეტის შეფუთვაზე დროებითი შეღავათი წესდება

უკრაინა-რუსეთის ომის გამო სხვა სექტორებთან ერთად თამბაქოს წარმოებაც დაზარალდა. ამ მიზეზით საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, იმ დრომდე სანამ კომპანიები საწარმო სიმძლავრის გამართვას შეძლებენ ამოქმედდება გარკვეული შეღავათები შეფუთვის წესებთან დაკავშირებით. საშეღავათო პერიოდი 2022 წლის 1 სექტემბრამდე იმოქმედებს. მთავრობის განცხადებით საომარი ვითარებების გამო უკრაინის ტერიტორიაზე არსებულ ქარხნებშ პროდიქტის წარმოება და მასზე სამედიცინო გაფრთხილებების განთავსება შეუძლებელია. პროექტის მიხედვით კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ შეზღუდული დროით საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელონ თამბაქოს ნაწარმზე სამედიცინო გაფრილებების გარე გამჭირვალე შეფუთვაზე სტიკერის სახით დაკვრა.

2021 წელს საქართველომ 102 მილიონი დოლარის ღირებულების თამბაქოს ნაწარმი შეიძინა , საიდანაც 78 მილიონი უკრაინული წარმოშობის იყო.

Related posts

კომენტარის დამატება