ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯოზეფ ვუმ კიევის მერთან ვიტალი კლიჩკოსთან სატელეფონო საუბარში განაცხადა , რომ ტაივანი კიევს 8 მილიონი დოლარით დაეხმარება. აქედან 3 მილიონი კიევს გადაეცემა, ხოლო დამატებით 5 მილიონი დოლარი კი ექვს ადგილობრივ საავადმყოფოს. მინისტრმა საუბარში ასევე განაცახადა, რომ რუსეთის აგრესია არა მხოლოდ უკრაინას დააზარალებს, არამედ საერთაშორისო წესრიგს და დემოკრატიასაც შეუქმნის საფრთხეს.
ტაივანი უკრაინას უკვე მეოთხედ ეხმარება. ჯოზეფ ვუს თქმით, ტაივანი და უკრაინა პარტნიორები არიან, დემოკრატიულ იდეოლოგიას იზიარებენ და ტოტალიტარიზმის წინაარმდეგ იბრძვიან.