უკრაინის თავდაცვის სამინისტრო: რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მსახურებს მკაფიოდ დაევალათ, გაატარონ კამპანია, რომ …

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციის საფუძველზე, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მსახურებს მკაფიოდ დაევალათ, რომ რუსი ახალგაზრდების მშობლებსა და ნათესავებს შორის კამპანია გაატარონ, რათა წაახალისონ ისინი და ახალგაზრდებმა სამხედრო სამსახურისთვის კონტრაქტები გააფორმონ.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

“ანაფორაში გამოწყობილი პროპაგანდისტები, კრემლის დავალებით ,,რუსული სამყაროს” დოქტრინას ქადაგებენ, რომელიც მართლმადიდებლურ სწავლებას არ შეესაბამება”, – ნათქვამია სადაზვერვო სამმართველოს განცხადებაში.

სადაზვერვო სააგენტომ ასევე აქვეყნებს სასულიერო პირების სახელებს, რომლებიც რუს პროპაგანდისტებთან თანამშრომლობენ.

Related posts

კომენტარის დამატება