ბოჭორიშვილი-საქართველო,უკრაინა და მოლდოვა იმსახურებენ,რომ ევროკავშირის წევრები გახდნენ.

რა თქმა უნდა, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც 27 სახელმწიფო მიიღებს. პირველ რიგში, ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის ინტერესებს დაეფუძნება, – პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა. მისი თქმით, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა არიან ევროპული სახელმწიფოები, იზიარებენ ევროპულ ფასეულობებს, არიან ევროპული კულტურისა და ისტორიის ნაწილი. „რა თქმა უნდა, ევროკავშირის ინტერესში არის საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის არსებობა, რისი მომსწრეც ვართ ათწლეულების განმავლობაში, განსაკუთრებით 2014 წლიდან, როცა ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება გააფორმა და სამართლებრივად, ეს თანამშრომლობა დააფუძნა საკმაოდ ძლიერ შეთანხმებას. ევროკავშირს ასეთი სახის შეთანხმებები ჰქონდა იმ ქვეყნებთან,…

პეზიდენტი-მართალია,სიტყვა “სამარცხვინო” ზოგიერთებს არ უყვარს ,მაგრამ სამარცხვინოა,რომ ქალთა სასტიკი მკვლელობა ბავშვების თვალწინ ხდება-ყველანაირად უნდა ვეცადოთ,რომ ოჯახური ძალადობა ჩაბარდეს წარსულს.

ყველანაირად უნდა ვეცადოთ,რომ ოჯახური ძალადობა ჩაბარდეს წარსულს და მაშინ ვიქნებით ნამდვილად თანამედროვე,ცივილიზებული,დემოკრატიული ქვეყანა,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა,სალომე ზურაბიშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა,სამარცხვინოა,რომ დღეს საქართველოში ქალთა სასტიკი მკვლელობა ბავშვების თვალწინ ხდება. ”მართალია,სიტყვა ”სამარცხვინო” ზოგზოგიერთებს არ უყვარს,მაგრამ ჩემთვის და ვიცი,რომ თქვენთვისაც სამარცხვინოა ,რომ დღეს საქართველოში ხდება ქალთა სასტიკი მკვლელობა ბავშვების თვალწინ.ვიცი,რომ ამას თქვენც არ მოითმენთ.თქვენთვისაც ეს დიდი გამოწვევაა და ამ კუთხით ბევრი რამ გაკეთდა.უკვე ბევრად უფრო დაცულად გრძლობენ თავს ქალები,როცა მიდიან პოლიციასთან და იციან,რომ ამას მოჰყვება შემაკავებელი ორდერი,ეს უკვე აღარ არის გამონაკლის.მაგრამ ისიც ვიცით,თქვენც,მეც,და ყველამ,რომ ძალიან ბევრი…

პაატა დავითაია-ცხინვალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მხოლოდ მოსკოვში მიიღება-“რეფერენდუმის” გადადება კრიმინალურ კლანთა ურთიერთდაპირისპირების შედეგია

ცხინვალში დაგეგმილი ე.წ რეფერენდუმის გადადება არის სეპარატისტთა ორი დაჯგუფების და კლანის ურთიერთდაპირისპირების შედეგი და მცდელობა,საკუთარ სახელს დაუკავშიროს,”ისტორიული რეფერენდუმი” და რუსეთს ერთგულება დაუმტკიცოს ცხინვალის რეგიონის მიერთებით,-ამის შესახებ პარტია “ევროპელი დემოკრატების” თავჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა. მისი თქმით,ე.წ პრეზიდენტის ალან გაგლოევის მიზანია,ამ “ისტორიულ გადაწყვეტილებას”თვითონ მოაწეროს ხელი და რუსეთს თავისი კეთილგანწყობა და ერთგულება დაუმტკიცოს ცხინვალის რეგიონის მიერთებით. “როგორც ცნობილია,ანატოლი ბიბილოვის მიერ 17 ივლისს რეფერენდუმის დანიშვნამ გამოიწვია ახალი ე.წ პრეზიდენტის ალან გაგლოევის დიდი უკმაყოფილება. მისი უფლებამოსილება ჯერ არ იყო შესული ძალაში,შესაბამისად მან იმ მომენტში ვერ შეძლო წინამორბედის გადაწყვეტილების შეჩერება.გაგლოევმა კი არ გააუქმა რეფერენდუმი,არამედ შეაჩერა და…

საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა კონფერენციაზე – ,,უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე”

პრეზიდენტმა კონფერენციაზე განაცხადა, რომ პოლიტიკური ამბიციებით განპირობებული დაპირისპირება მხოლოდ ქვეყნის ინტერესებს არ ეწინააღმდეგება, იგი პარტიების მიმართ ნდობასაც აზარალებს, ხოლო მთავრობისა და ოპოზიციის ნებისმიერი ნაბიჯი მხოლოდ ამ მიზანს უნდა ემსახურებოდეს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ჩვენი ქვეყანა მხოლოდ ამ გზით შეძლებს კუთვნილი მომავლისა და საკუთარი ადგილის დამკვიდრებას ევროპაში. პრეზიდენტის სიტყვა სრულად : ,,მოგესალმებით ბატონო ელჩებო,პატივცემულო საზოგადოება,  მოხარული ვარ, რომ დღეს აქ შეკრებილი საზოგადოება იმ ერთიანობას წარმოადგენს, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ საქართველო თავის ადგილზე დადგეს. ეს ერთიანობა საზოგადოების დაკვეთაა. შეიძლება, პოლიტიკურმა ძალებმა ჯერ კიდევ ვერ გაითავისეს ასეთი დაკვეთის არსებობა, რამეთუ საზოგადოებას არ აქვს ის საშუალებები,…

გორში, ქართველ მებრძოლ გმირთა მემორიალი გაძარცვეს

გორში არსებული ქართველ მებრძოლ გმირთა მემორიალი გაძარცვეს. 8 მებრძოლის მონუმენტი გორის ციხის ძირში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ განათავსეს, მანამდე კი იგი ვაკის პარკში იდგა. ჯერჯერობით უცნობია, დაიწყო თუ არა მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება.

,,ეიპიემ ტერმინალს ფოთმა” წარმატებული კურსდამთავრებულები დააჯილდოვა

ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინიციატივით, 25 მაისს, ფოთში მცხოვრები 2021-2022 სასწავლო წლის საუკეთესო მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაჯილდოების ცერემონიას „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ შეუერთდა და სამ წარმატებულ კურსდამთავრებულს ანა ხახნელიძეს, სანდრო ღვამიჩავასა და ლიზი ცაგარეიშვილს სამახსოვრო საჩუქრები და პლანშეტები გადასცა STEM მიმართულებით გამორჩეული აქტივობებისთვის და მიღწევებისთვის. ინფორმაციისთვის, ფოთის საზღვაო ნავსადგური წარმატებული მოსწავლეების დაჯილდოებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე უკვე მეათე წელია მონაწილეობს. კორპორაციული მდგრადობის ჭრილში, „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ადგილობრივი მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისთვის ხარისხიანი განათლების მიღების ხელშეწყობაა. ამ მიმართულებით კომპანია არაერთ ინიციატივას ახორციელებს, მათ…

მოსკოვმა 5 ხორვატიელი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

რუსეთმა ხორვატიის საელჩოს ხუთი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. „ზაგრების არამეგობრული ნაბიჯების საპასუხოდ, შეემცირებინა რუსეთის საელჩოს დიპლომატიური პერსონალი, ხორვატიის ელჩს, ტომისლავ ცარს დღეს გადაეცა ნოტა ხორვატიის საელჩოს ხუთი დიპლომატის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების შესახებ“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ხორვატიის ელჩს გადაეცა საპროტესტო ნოტა მისი ქვეყნის ხელისუფლების „უსაფუძვლო ძალისხმევის გამო, რომლის მიზანი უკრაინაში ომის დანაშაულებებზე პასუხისმგებლობის რუსეთისთვის დაკისრება იყო.“

მარნეულში ფესტივალი ,,ჩვენი საქართველო” გაიმართა

ქალაქ მარნეულის მეორე საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში ფესტივალი „ჩვენი საქართველო“ გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „ფესტივალზე სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციული ფოლკლორი და სამზარეულო. ასევე, გაიმართა სკოლის სოციალური საწარმოს მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.8657 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8657 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8657 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8598 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0059 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0689 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0488 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0201 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

,,შეწყვიტეთ რუსეთთან თამაში, დაასრულეთ ეს უაზრო ომი“ – ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა დასავლეთს

,,უკრაინა ყოველთვის იქნება დამოუკიდებელი სახელმწიფო და ის არ გატყდება. ერთადერთი საკითხია, რა ფასის გადახდა მოუწევს ჩვენს ხალხს თავისუფლებისთვის და რა ფასს გადაიხდის რუსეთი ამ უაზრო ომისთვის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ევროკავშირი ამჟამად სანქციების მეექვსე პაკეტს განიხილავს, მათ შორის ემბარგოს რუსეთის ნავთობის იმპორტზე, თუმცა უნგრეთი ეწინააღმდეგება ამ იდეას იმ მოტივით, რომ მისი ეკონომიკა ძალიან დაზარალდება. უკრაინის პრეზიდენტი ამ საკითხსაც შეეხო, გააკრიტიკა ევროკავშირის შიგნით არსებული უთანხმოება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ. ,,კიდევ რამდენი კვირა შეეცდება ევკორავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის შეთანხმებას? რუსეთზე ზეწოლა, ფაქტობრივად, სიცოცხლის გადარჩენის საკითხია. ყოველი გაჭიანურება, სისუსტე, სხვადასხვა…