“დედაჩემმა გააქირავა ბინა რუსზე. ქირას აღარ იხდის… გამოვიძახე პატრული, რომელმაც დაგიჭერთო, რადგან ხელშეკრულება აქვს და ბინა შენი კი აღარაა იმისიაო!”

“დედაჩემმა გააქირავა ბინა რუსეთის მოქალაქეზე 26 თებერვალს და გადაიხადა მხოლოდ 7 დღის, დანარჩენს მერე გადავიხდიო, მას შემდეგ აღარ იხდის და გვატყუებს. სახლში ჰყავს მოხუცი ქალბატონი ჩამოყვანილი, სავარაუდოდ, დედაა მისი და მოკლედ, ცხოვრობენ ასე უფასოდ. გამოვიძახე პატრული და პატრული მეუბნება ხელშეკრულება აქვთ და უფლება არ გაქვს არ შეუშვაო და ძალით გამაღებინა სხვა გასაღებით ჩაკეტილი კარი, დაგიჭერთო, რადგან ხელშეკრულება აქვს, ესე იგი, ბინა შენი კი აღარაა, იმისიაო! თუ ფულს არ იხდის ეგ სასამართლო დავაა და სასამართლოს უნდა მიმართოოო ! წერს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი.
ხომ არ იცით ვინმე კარგი ადვოკატი ? ამ დროს რა უნდა გავაკეთო ?”, – წერს სალომე კოკაია.

Related posts

კომენტარის დამატება