კახა კალაძე: ეს მიხეილ სააკაშვილის მიერ მორიგი უნიჭოდ დადგმული სპექტაკლია

ვფიქრობ, რომ ეს არის მიხეილ სააკაშვილის მიერ მორიგი უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი, -განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ დასმული კითხვის საპასუხოდ.

მისი თქმით, ყოფილ პრეზიდენტს აუცილებლად მოუწევს სასჯელის მოხდა.

„დავამშვიდებ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ვეტყვი, რომ მიხეილ სააკაშვილს აუცილებლად მოუწევს სასჯელის მოხდა. ვიცით, რომ მას ექვსი წელი უკვე მიესაჯა. დანარჩენ საქმეებზე მიმდინარეობს გამოძიება და არ არის გამორიცხული, რომ სასჯელი დაემატოს. მას ჩადენილ დანაშაულებებზე პასუხისგება აუცილებლად მოუწევს“, – თქვა კახა კალაძემ.

Related posts

კომენტარის დამატება