,,სავარაუდოდ, ზეთი ისევ გაძვირდება” – მოსალოდნელია თუ არა პროდუქტის დეფიციტი ქართულ ბაზარზე

“მიუხედავად იმისა, რომ გაურკვეველია ფასწარმოქმნის მექანიზმი, ერთი რამ ნათელია, გაიაფებას არ უნდა ველოდოთ. სავარაუდოდ, ზეთი ისევ გაძვირდება, მაგრამ როდიდან, რამდენი პროცენტით და რა თანხებში აისახება დახლებზე, ამის თქმა გამიჭირდება, თუმცა, როგორც გითხარით, გაძვირების მოლოდინი არსებობს. მინიმუმ, საექსპორტო გადასახადის ზრდის კომპონენტი მოახდენს გავლენას. არ ვიცით ისიც, როგორი იქნება თვითღირებულება”, – განაცხადა რამიშვილმა. მისივე თქმით, ზეთის დეფიციტი მოსალოდნელი არ არის. ბაზრების დივერსიფიცირება კი, მხოლოდ გადაზღვევის გამო შეიძლება მოხდეს. ,,ომში ჩართული ორი ქვეყანა, მსოფლიო წარმოების თითქმის 60%-ს შეადგენს და ამ მოცულობით დივერსიფიცირებაზე საუბარი საკმაოდ რთულია. სხვა მწარმოებელ ქვეყნებში ჩვენს რეგიონში, მაგალითად, თურქეთში, ნედლეული…

დაჭრილმა 15 წლის გოგომ ავტომანქანით 4 ადამიანი გამოიყვანა – გზა დანაღმული იყო

ლუგანსკის ოლქის ქალაქ პოპასნაიადან 15 წლის გოგომ ოთხი ზრდასრული გამოიყვანა ავტომანქანით. მან ავტომობილით დაახლოებით 30 კილომეტრი გაიარა მიუხედავად იმისა, რომ დაჭრილი იყო ტყვიით ფეხებში. ოთხმა ზრდასრულმა პირმა და 15 წლის გოგომ პოპასნიადან ევაკუაცია გადაწყვიტეს, მაგრამ რუსმა სამხედროებმა ავტომანქანას სროლა აუტეხეს. მძიმედ დაშავდა ავტომანქანაში მყოფი ორი კაცი, მათ შორის, მძღოლი და 15 წლის გოგო იძულებული გახდა მას ემართა ავტომობილი დანაღმულ გზაზე. „მე მომიწია საჭესთან დაჯდომა და ბახმუტისკენ წაყვანა. სასწრაფო დახმარება იყო საჭირო, რომ ბევრი სისხლი არ დაკარგულიყო. იქ ნაღმები იყო, ჭადრაკისებური განლაგებით, გასვლა შეუძლებელი იყო, მაგრამ რაღაცნაირად გავიარე ავტომანქანით. შევუხვიე და…

საქართველოში იმპორტირებული „ქინდერის“ საეჭვო პარტიები

28 აპრილს, ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE) ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით მიღებული ახალი შეტყობინების საფუძველზე, რომელიც ბელგიაში, Ferrero-ს მიერ წარმოებული სხვადასხვა დასახელების შოკოლადის პროდუქტის Salmonella Typhimurium-ით სავარაუდო დაბინძურებას შეეხებოდა, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა მყისიერად დაიწყეს რეაგირება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 აპრილს, სააგენტოს ინსპექტორებმა არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს შეტყობინებაში დასახელებული იმპორტიორი კომპანიის შპს „ბიდი კომპანის” (ს/კ 205295296; მის: ქ.თბილისი, გლდანი, მე-7 მკრ, დ.ჯაბიძის N8) სადისტრიბუციო-სასაწყობო ობიექტზე. „შემოწმებისას, სააგენტოს ზედამხედველობით დაილუქა 472 კილოგრამი შემდეგი დასახელების და პარტიების სურსათი: KINDER SCHOKOBONS, აღწერილობა: SCHOKOBONS KINDER SCHOKOBONS G125X16HANGING BAG…

ყაზბეგში და თბილისის აეროპორტში დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხა გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,თბილისის აეროპორტი“ და ,,ყაზბეგი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ისრაელის მოქალაქის ჰ.ჰ.-ს კუთვნილი ავტომანქანის და რუსეთის ფედერაციის მოქალაქის ა.მ.-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა, 45000 აშშ დოლარი და 3 500 000 რუსული რუბლი გამოავლინეს. არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ჯამში, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით 286 865,7 ლარი შეადგინა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში, (არადეკლარირებული თანხის 10 %-ის ოდენობით) 28 686,65 ლარი შეეფარდა

Amnesty International – არსებობს დამაჯერებელი მტკიცებულება, რომ რუსეთმა უკრაინაში ომის დანაშაულები ჩაიდინა

Amnesty International-ის თქმით, არსებობს დამაჯერებელი მტკიცებულება იმისა, რომ რუსულმა ჯარებმა ომის დანაშაულები ჩაიდინეს, მათ შორის სიკვდილით დასაჯეს მშვიდობიანი მოქალაქეების, როდესაც მათ თებერვალსა და მარტში უკრაინის დედაქალაქთან ტერიტორია დაიკავეს. უფლებადამცველი ჯგუფის ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსული ძალები სამოქალაქო პირებს „აწამებდნენ და ესროდნენ“ კიევზე წარუმატებელი თავდასხმის დროს, უკრაინაში შეჭრის ადრეულ ეტაპზე. დოკუმენტის თანახმად, რუსმა ჯარისკაცებმა ბუჩაში ჩაიდინეს „აშკარა ომის დანაშაულები”, მათ შორის „ბევრი უკანონო მკვლელობა”. ორგანიზაციის მტკიცებით, რუსული ავიაციის მიერ 1-2 მარტს ქალაქ ბოროდიანკაში საცხოვრებელ კორპუსებზე განხორციელებული დარტყმები, რის შედეგადაც სულ მცირე 40 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, იყო “არაპროპორციული და განურჩეველი და აშკარა ომის დანაშაული”.…

მესტიის სოფელ ხაიშში გუშინ ავტოსაზგაო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 22 წლის კაცი

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში გუშინ საღამოს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 22 წლის კაცი, 1 ადამიანი კი დაშავდა. წინასწარი ინფორმაციით, მანქანა ხევში გადავარდა.

Xiaomi-მ ხვრინვის საწინააღმდეგო საწოლი გამოუშვა

Xiaomi-მ წარადგინა ჭკვიანი საწოლი, რომელიც მომხმარებლებს ხვრინვის დისკომფორტს მოუხსნის. საწოლი, სახელწოდებით 8H Feel Leather Smart Electric Bed X Pro, აღჭურვილია მართვის ინტელექტუალური სისტემითა და ელექტრო სადენით. მისი შემქმნელების განმარტებით, ძილის დროს გარეშე ხმების აღმოჩენისთანავე, საწოლის ზურგი 15 გრადუსით იწევა, რათა ჟანგბადის მისაწოდებლად სასუნთქი გზები გაიხსნას. „მას შემდეგ რაც ხვრინვა შეწყდება, საწოლი ავტომატურად პირვანდელ მდგომარობას დაუბრუნდეს ისე, რომ ადამიანს არ გაეღვიძოს“, – აცხადებენ კომპანიაში. გარდა ამისა, 8H Feel Leather Smart Electric Bed X Pro აგროვებს ინფორმაციას გულისცემისა და სუნთქვის შესახებ. ჭკვიანი საწოლი ამ ეტაპზე 968 დოლარი ღირს, თუმცა ფართო გაყიდვაში ჩაშვების…

პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონი მიიღო

2022 წლის 12 აპრილს გამოიცა კანონი ამნისტიის შესახებ. აღნიშნული კანონი, შეღავათებთან ერთად, თავისუფლების აღკვეთის სახით განსაზღვრული პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან ათავისუფლებს პირებს, რომლებმაც 2004 წლის 1 იანვრამდე ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული. ამნისტია არ ეხებათ პირებს, რომელთაც მისჯილი აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა. ამნისტირებული პირები ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლებიან. ამნისტია არ ვრცელდება “სისხლის სამართლის კოდექსის“ 108-ე, 109-ე, 137-ე−141-ე, 142-ე−144 3, 164-ე, 179-ე, 183-ე, 223-ე−224-ე, 236-ე−239-ე, 253-ე−255 2, 280-ე, 353-ე, 378-ე−379-ე და 404-ე−413-ე მუხლებითა და XXXVII და XXXVIII თავებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე.

მთავრობამ EU-ს კითხვარის მეორე ნაწილიც შეავსო, რომელსაც ევროკომისიას ორშაბათს გადასცემს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის თქმით, მთავრობამ ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობა დაასრულა. დარჩიაშვილის თქმით, ტექნიკურ საკითხებში მომზადების შემდეგ, დოკუმენტი 10 მაისს ევროკომისიას გადაეცემა.  “საქართველომ დაასრულა კითხვარის მეორე ნაწილზეც მუშაობა, აღნიშნული დოკუმენტი მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკურ საკითხში საჭიროებს მომზადებას და ჩვენ ვგეგმავთ, რომ 10 მაისისთვის ევროკომისიას საქართველომ კითხვარის ბოლო ნაწილი გადასცეს”, – განაცხადა დარჩიაშვილმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარი 11 აპრილს გადაეცა.  კითხვარი არის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ევროკავშირის მიერ ქვეყნის შეფასების პროცესში გამოიყენება. კანდიდატობის მსურველ ქვეყანას, შესაძლოა, ათასობით კითხვა გაეგზავნოს, რომელიც კომპლექსურ პასუხებს მოითხოვს. კითხვები შეეხება ქვეყანაში ადამიანის…

პნევმატური იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული წესები გამკაცრდა

საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით მომზადებული წესები, რომელთა მიხედვითაც პნევმატური იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული რეგულაციები გამკაცრდა. მთავრობის შესაბამისი დადგენილების თანახმად, აიკრძალა პნევმატური იარაღის რეგისტრაციის გარეშე ტარება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახალი რეგულაციების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ტარების უფლებით რეგისტრაციას ექვემდებარება ის სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღი, რომლის ლულის სიგრძე 30 სმ-ზე მეტია ან იარაღის საერთო სიგრძე აღემატება 60 სმ-ს. ასევე, დაუშვებელია პნევმატური იარაღისთვის განკუთვნილი იმ ჭურვის გამოყენება, რომლის ტექნიკური მახასიათებლები აღემატება 4.5 მმ კალიბრს. „საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, რეგისტრაციას არ ექვემდებარება ელექტროპნევმატური იარაღი (air…