დაჭრილმა 15 წლის გოგომ ავტომანქანით 4 ადამიანი გამოიყვანა – გზა დანაღმული იყო

ლუგანსკის ოლქის ქალაქ პოპასნაიადან 15 წლის გოგომ ოთხი ზრდასრული გამოიყვანა ავტომანქანით. მან ავტომობილით დაახლოებით 30 კილომეტრი გაიარა მიუხედავად იმისა, რომ დაჭრილი იყო ტყვიით ფეხებში.

ოთხმა ზრდასრულმა პირმა და 15 წლის გოგომ პოპასნიადან ევაკუაცია გადაწყვიტეს, მაგრამ რუსმა სამხედროებმა ავტომანქანას სროლა აუტეხეს. მძიმედ დაშავდა ავტომანქანაში მყოფი ორი კაცი, მათ შორის, მძღოლი და 15 წლის გოგო იძულებული გახდა მას ემართა ავტომობილი დანაღმულ გზაზე.

„მე მომიწია საჭესთან დაჯდომა და ბახმუტისკენ წაყვანა. სასწრაფო დახმარება იყო საჭირო, რომ ბევრი სისხლი არ დაკარგულიყო. იქ ნაღმები იყო, ჭადრაკისებური განლაგებით, გასვლა შეუძლებელი იყო, მაგრამ რაღაცნაირად გავიარე ავტომანქანით. შევუხვიე და იქ გვესროლეს. მე ფეხებში მესროლეს, არაფრის გაკეთება არ შემეძლო, მანქანა ჩაქრა, ძლივს დავქოქე, გზა გავაგრძელეთ, მაგრამ მანქანა ისევ ჩაქრა იმიტომ, რომ აკუმულატორში ტყვია იყო მოხვედრილი. რაც შევძელი, მოვდიოდი. არ იყო მარტივი, ძალიან მტკივნეული იყო. მაგრამ რაღაცნაირად მაინც შევძელი. მათ ხომ ვერ მივატოვებდი,“ – განაცხადა15 წლის მოზარდი.

მან დაახლოებით 30 კილომეტრი გაიარა. ავტომანქანას ისევ ესროდნენ და 15 წლის მოზარდი ფეხებში დაიჭრა, თუმცა მართვას მაინც აგრძელებდა

Related posts

კომენტარის დამატება