რუსეთის ყოფილი პრემიერი – ეს პუტინის ეპოქის დასასრულის დასაწყისია – უკრაინის მხრიდან წინააღმდეგობის ამ დონეს არ ელოდა

რუსეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მიხეილ კასიანოვმა თქვა, რომ „რუსეთის პრეზიდენტი შეცდომაში შეიყვანეს და არ ელოდა უკრაინის მხრიდან წინააღმდეგობის ამ დონეს.“ Sky News-თან საუბრისას მან აღნიშნა, რომ პუტინი აშკარად გასაჭირშია და ეს „პუტინის ეპოქის დასასრულის დასაწყისია“. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ დღეს არ გამოცხადდა გამარჯვება, ნიშნავს, რომ რუსული ძალები “კარგავენ ძალას”.

ვარკეთილში სპეცოპერაციისას ერთ-ერთმა დაკავებულმა სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, პროკურორების მისამართით ფეხსაცმელი ისროლა ვარკეთილში, სპეცოპერაციისას დაკავებულებიდან ერთ-ერთმა, ბექა შენგელიამ სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, პროკურორების მისამართით ფეხსაცმელი ისროლა. „დღეის მდგომარეობით, ამ ადამიანების დანაშაულებრივი ქმედებები სრულდებოდა და გრძელდებოდა სასამართლო პროცესზე, სადაც მათ განახორციელეს სასამართლოს უპატივცემლობა. ყველა ამ გარემოებაზე და ფაქტზე, შესაბამისი რეაგირება იქნება და ეს რეაგირება უკვე დაწყებულია. შესაძლებელია, ბრალი დამძიმდეს“, – თქვა ყაზარაშვილმა.

ვარშავაში, რუსეთის ელჩს წითელი საღებავი შეასხეს

რუსეთის ელჩს, ვარშავაში, რომელმაც საბჭოთა ჯარისკაცების საფლავი გვირგვინით შეამკო, წითელი საღებავი შეასხეს. აქტივისტებმა პოლონეთში რუსეთის ელჩი, სერგეი ანდრეევი წრეში მოაქციეს, რის შედეგადაც, მას წითელი საღებავი შეასხეს და ფაშისტი უწოდეს.

რუსები ტყვედ აყვანილ უკრაინელებს თავზე ტომრებს აცვამდნენ, თვალებს უხვევდნენ, ხელებს უბამდნენ და ბენზოხერხს რთავდნენ, ადამიანებს არ შეეძლოთ იმის გაგებაც კი რომელი თითისა თუ ხელის მოჭრას უპირებდნენ

ლუდმილა დენისოვას თქმით, სამხდროების ნაწილი ტყვედ მარიუპოლში აიყვანეს და მათ „კადიროველები“ აწამებდნენ. „მათ თავზე ტომრებს აცვამდნენ, თვალებს წებოვანი ლენტით უხვევდნენ, ხელებს მაგიდაზე უბამდნენ და ბენზოხერხს რთავდნენ. ადამიანებს არ შეეძლოთ იმის გაგებაც კი რომელი თითისა თუ ხელის მოჭრას უპირებდნენ. მათ მხოლოდ ეს საშინელი ხმა ესმოდათ“, – განაცხადა სახალხო დამცველმა. ომბუდსმენის ინფორმაციით, ამის შემდეგ ტყვეები მიჰყავდათ ოკუპირებულ დონეცკში, სადაც ისინი წყლის, საკვებისა და მედიკამენტების გარეშე ჰყავდათ. ,,შემდეგ ეს ტყვეები გაჰყავდათ როსტოვში, კურსკში, ტაგანროგში, ბრიანსკში. ერთი თვის განმავლობაში მათ უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლები კითხავდნენ. 30 ადამიანზე 1,5 ლიტრი წყალი მოდიოდა დღე-ღამის განმავლობაში. მათ…

მარტოხელა დედის/მარტოხელა მამის სტატუსის მატარებელ პირთა წრე ფართოვდება

მარტოხელა დედის/მარტოხელა მამის სტატუსის მატარებელ პირთა წრე ფართოვდება. მარტოხელა მშობელის სტატუსთან დაკავშირებით “სამოქალაქო კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომელიც თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირდება. პარლამენტისთვის განსახილველად შეთავაზებული პროექტის მიხედვით, მარტოხელა დედა/მარტოხელა მამა არის პირი: – რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ; რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ; თუკი არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელი გარდაცვლილია, გამოცხადებულია გარდაცვლილად ან აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად; თუკი არასრულწლოვანი შვილის…

ვოლოდიმირ ზელენსკიმ წარმოშობით ქართველ მებრძოლს, სიკვდილის შემდეგ გმირის წოდება მიანიჭა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ წარმოშობით ქართველ მებრძოლს, მე-11 ცალკეული ბრიგადის შვეულმფრენების ესკადრილიის მეთაურს, პოლკოვნიკ ოლეგ გეგეჭკორს სიკვდილის შემდეგ გმირის წოდება მიანიჭა. ოლეგ გეგეჭკორი ყირიმელია. ის ხერსონის რეგიონში საავიაციო ბრიგადაში მსახურობდა.  გეგეჭკორი 50 წლის იყო. ის 8 მარტს, კიევის დაცვის დროს დაიღუპა, როცა რუსებმა მისი ვერტმფრენი ჩამოაგდეს. გეგეჭკორი 8 აპრილს კრემენჩუგში ​დაკრძალეს. 

„ისტერიის შექმნის მცდელობა“ – პაპუაშვილი სააკაშვილზე

„ისტერიის შექმნის მცდელობა“ – ასე შეაფასა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ გავრცელებული ცნობები პარლამენტის თავმჯდომარემ. მისი თქმით, ყველაფერი იმ მიზანს ემსახურება, რომ მიხეილ სააკაშვილმა თავი აარიდოს სამართლიან სასჯელს. ,,როდესაც არის სამართლიანი სასჯელი გამოტანილი ადამიანის წინააღმდეგ, ეს სასჯელი უნდა აღსრულდეს.”-განაცხადა პაპუაშვილმა

ივანიშვილი Credit Suisse-ზე საერთაშორისო მედიისთვის პრესკონფერენციებს გამართავს

ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო მედიისთვის პრესკონფერენციებს გამართავს.  PR კომპანია ​CISION-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მილიარდერი გეგმავს, ილაპარაკოს Credit Suisse-ისა და შვეიცარიული საბანკო სისტემების მუშაობის შესახებ.  CISION-ის ცნობით, ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ს პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს და მეორედ აპირებს ჩივილს. სარჩელის საბაბი გახდა ის, რომ, ივანიშვილის მტკიცებით, ბანკის რწმუნებულმა ბენეფიციარების აქტივების მართვასთან დაკავშირებული ვალდებულებები დაარღვია და კლიენტის კანონიერი ინტერესები არ დაიცვა. სარჩელი გერნსის კუნძულის სასამართლოში შევიდა.  2022 წლის 4 მარტს ივანიშვილმა თანხის მიღება მოითხოვა. მოთხოვნა რწმუნებულმა მხოლოდ 2022 წლის 4 აპრილს დააკმაყოფილა, რამაც მილიარდერს მიაყენა ფინანსური ზიანი.  შეფერხების მიზეზად Green Vals Trust-მა “აღმოსავლეთ ევროპაში გეოპოლიტიკური გარემო” დაასახელა.  PR კომპანია წერს, რომ ივანიშვილი ისაუბრებს, როგორი არაეფექტურია შვეიცარიული რეგულატორის, FINMA-ს ინსტრუმენტები საბანკო…

11 მაისიდან ბედნიერებისა და გამარჯვების პერიოდი იწყება – რომელ ზოდიაქოს ნიშნებს გაუმართლა მიხეილ ცაგარელის პროგნოზით

„გამარჯვების მმართველი პლანეტა იუპიტერი ოთხშაბათს, 11 მაისს ვერძის ზოდიაქოში გადადის, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერძის მონათესავე ნიშნებსაც – მშვილდოსანს, მერწყულს და აშ. ელის ძალიან პოზიტიური სხივი, რომელიც 28 ოქტომბრამდე გაგრძელდება. როცა დიდი ბედნიერებისა და გამარჯვების პლანეტა გადადის ვერძის ზოდიაქოში, ეს იმას ნიშნავს, რომ ვერძს ყველა დონეზე, წარმატების მიღწევის ყველაზე მაღალი შანსები ეძლევა“, – განაცხადა მიხეილ ცაგარელმა.