ვეთამაშეთ გაბურძგნილ, ჩამოწერილ ქართველებს და…

მოსკოვის “სპარტაკის” ექსკაპიტანმა იგორ ტიტოვმა “თეთრ-წითლების” 100 წლის იუბილეზე ასეთი ისტორია გაიხსენა: “ერთხელ “სპარტაკის” მეორე გუნდთან ერთად ვარჯიშზე წავედი, 14-15 წლისები ვიყავით. ვეთამაშეთ გაბურძგნილ, ჩამოწერილ ქართველებს და 1:0 დავამარცხეთ. ბუნებრივია, წაგების შემდეგ გაღიზიანდნენ და ერთ-ერთ ტრიბუნასთან ხელჩართული დაპირისპირება ატყდა. ეს ალბათ ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც “სპარტაკის” სახელის დაცვა საკუთარი მუშტით მიწევდა”.

ყოველ ნახვაზე არის უარეს მდგომარეობაში, რაც რთული საყურებელია – ედუარდ სააკაშვილი მამაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი დღეს რუსთავის მე-12 დაწესებულებაში ედუარდ სააკაშვილმა მოინახულა. მისი თქმით, მდგომარეობა წინა ნახვასთან შედარებით, უარესია. ედუარდ სააკაშვილმა პოზიტიურად შეაფასა იუსტიციის სამინისტროს შეთავაზება “ვივა მედში” გამოკვლევებისთვის გადაყვანაზე: “ყოველ ნახვაზე არის უარეს მდგომარეობაში, წინა ნახვასთან შედარებით, რაც არის რა თქმა უნდა რთული საყურებელი. ამ ეტაპზე პოზიტიური სიგნალია, რომ შესთავაზეს გადასვლა. ვნახოთ რას გამოუწვევს, რა შედეგამდე მივა ეს, მაგრამ ეს არის უკვე პოზიტიური ნაბიჯი. მე როგორც ვიცი ის აპირებს, რომ დათანხმდეს”, – განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა.

კობახიძემ ფაქტიურად თქვა, ბიძინა ისეთი ნაძირალაა, თუ 500 მილიონს ახლავე არ დაუბრუნებთ, მზად არის რუსეთს მიყიდოს საქართველო – ხუხაშვილი

“მცირე განმარტება, თუ რატომ დააზიანა კობახიძის და სხვების განცხადებებმა ბიძინა ივანიშვილი:ბიძინა ამ დავაში არის მართალი და ადრე თუ გვიან თავის ფულს დაიბრუნებდა, ჩვეულებრივი კომერციული დავის  ფარგლებში. ეს სასამართლომაც დაადასტურა.ერთადერთი შანსი, ეს რომ არ მოხდეს, არის საკითხის პოლიტიზირება და მთელი დასავლეთის გადაკიდება.ჰოდა კობახიძემ ფაქტიურად  თქვა, რომ ბიძინა ისეთი ნაძირალაა, რომ თუ ხუთას მილიონს ახლავე არ დაუბრუნებთ (არა ბანკი, არამედ დასავლეთი), მზად არის რუსეთს მიყიდოს საქართველო და ჩვენ ამაში დავეხმარებითო…” – განაცხადა ხუხასვილმა

უკრაინაში მებრძოლი ქართველები სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გამოკითხვაზე გადაიყვანეს

უკრაინაში ერთ-ერთი მებრძოლი გიორგი ფარცვანია, ამბობს, რომ ქართველ მებრძოლებს პასპორტები ჩამოართვეს და მიზეზის დასახელების გარეშე განყოფილებაში გადაიყვანეს. ამასთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძეც. “რამდენიმე დღით ბიჭები შვებულებაში წამოვიდნენ, 10 დღე მოითხოვეს დასვენება, რომ ოჯახები ენახათ. მითხრეს, რომ აეროპორტში შეუყვანიათ, დაკითხვები და რაღაც-რაღაცები ყოფილა. თუ ჩემზე რამე ინფორმაცია გაინტერესებთ, აქ ჩამოდით და აქ მოგცემ ინფორმაციას. საჯაროა ჩემზე ინფორმაცია, რას ვაკეთებ და რას ვსაქმიანობ. სულ ათი დღით ჩამოვიდნენ ბიჭები. ბიჭები, რომლებმაც ტყვიის წვიმა გაიარეს, ირპენის ჯოჯოხეთი გაიარეს. თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ… რამ გაგათახსირათ, ვინც მაგათ დაკითხვებში და აეროპორტში დაკავებაში მონაწილეობა მიიღეთ?…

არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენს სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანა – კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, პენიტენციური სამსახური თითოეული პატიმრის ჯანმრთელობას იცავს. „სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანა არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენს. თუ რამე საჭირო იქნება, შესაბამისი უწყება ყველაფერს გააკეთებს, რომ ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს დაცული. პენიტენციური სამსახური ყველაფერს გააკეთებს, რომ პატიმრის უსაფრთხოება იყოს ყოველთვის დაცული“, – განაცხადა კალაძემ.

თავდებში რომ დაუდგე ვინმეს, ჯერ თავი უნდა გქონდეს, რეპუტაცია უნდა გქონდეს და ვიღაცა უნდა გენდობოდეს – თეა წულუკიანი „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივაზე

„თქვენ თუ ჩემს აზრს მეკითხებით, მე მგონია, რომ ეს, გარდა იმისა, რომ უცნაური პოზიციაა, რბილად რომ ვთქვათ, მისი დაკმაყოფილება მიზანშეწონილი მე, პირადად, არ მგონია. თუმცა, ის უწყება, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ მიმართავს, თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, რასაკვირველია ყველა ფაქტისა და გარემოების გათვალისწინებით. თავდებში დადგომა იმისათვის, რომ გააპარო ციხიდან და საზღვარგარეთ გადამალო იმ საბაბით, რომ მკურნალობას გაივლის უცხოეთში უკეთესად, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური გამოგონებაა. გარდა ამისა, ვინაიდან პატიმართან გვაქვს საქმე, მე თავს ვიკავებ ხოლმე უადგილო იუმორისგან, მაგრამ თავდებში რომ დაუდგე ვინმეს, ჯერ თავი უნდა გქონდეს, რეპუტაცია უნდა გქონდეს და ვიღაცა უნდა გენდობოდეს. რაკი ამ შემთხვევაში არც ერთი…

ნანგრევებში უკვე დაიწყო გახრწნა სხეულების – ქართველი მებრძოლი უკრაინაში

„უკვე რომ დათბა და სიცხეა, მთელ ქალაქში, ყველა ნანგრევში, ყველგან მკვდარია. მიუხედავად იმისა რამდენი დამარხეს, თხრიან ერთ დიდ ორმოს და ყრიან შიგნით, მაგრამ სუნი დგას ისეთი მთელ ქალაქში, რომ რეალურად ნორმალური ადამიანი ვერ გაივლი. ალბათ 20-30 ათასი შეიძლება, იყოს მოკლული, მეტი თუ არა, მშვიდობიანი მოსახლეობა. სუნი დგას ქალაქში იმიტომ, რომ ნანგრევებში უკვე დაიწყო გახრწნა სხეულების. არავის არ გამოჰყავს, ფასადები რაც გაწმინდეს ეგაა, თორემ დანარჩენი ყველა ნანგრევი სავსეა, მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე, როცა დაბომბვა იყო, დამარხეს, ვინც ქუჩაში იყო გაწმინდეს და გაიყვანეს ორმოებში. ძირითადად ხალხი სახლში იმალებოდა, ძირითადი დანაკარგები სწორედ…