ოკუპირებულ ცხინვალში უკანონოდ დაკავებულ მამუკა ჩხიკვაძეს 5 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიესაჯა

ოკუპირებულ ცხინვალში უკანონოდ დაკავებულ მამუკა ჩხიკვაძეს 5 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიესაჯა.აღნიშნულ უკანონო გადაწყვეტილებას წინ უძღოდა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მამუკა ჩხიკვაძის უკანონოდ დაკავება და მის წინააღმდეგ გამოგონილი ბრალდებების წაყენება.მამუკა ჩხიკვაძისთვის უკანონო პატიმრობის მისჯამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ოკუპაციის არაჰუმანური და დანაშაულებრივი არსი, რომელზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლის განმახორციელებელ ძალას.მამუკა ჩხიკვაძის უკანონო პატიმრობის პირველივე დღიდან რეგულარულად აქტიურდება „ცხელი ხაზი“ და მისი უპირობო გათავისუფლების საკითხი აქტიურად განიხილება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე. მამუკა ჩხიკვაძისა და უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების უმოკლეს ვადაში გასათავისუფლებლად,…

“პუტინი არც ჰიტლერია და არც სტალინი. სამწუხაროდ, ის უფრო საშიშია”

,,რუსული სამყაროს პუტინისტური იდეოლოგია მე-20 საუკუნის კომუნიზმისა და ნაციზმის ექვივალენტურია, ეს არის იდეოლოგია, რომელის დახმარებითაც რუსეთი თავის პრივილეგიებსა და გამოგონილ უფლებებს ამართლებს, მაგრამ პუტინი არც ჰიტლერია და არც სტალინი. სამწუხაროდ, ის უფრო საშიშია, რადგან ხელში უფრო მომაკვდინებელი იარაღი უჭირავს. თუ ევროპა მას არ შეაჩერებს, ის თავის ჯარებს უფრო სორს წაიყვანს.”-განაცხადა პოლონეთის პრემიერმა, მატეუშ მორავიეცკიმ

1-ელი მაისიდან მომხმარებელთა დიდი ნაწილი სესხს ვეღარ აიღებს

ცვლილებები ძირითადად საშუალო შემოსავლის მქონე პირებს შეეხებათ, მომხმარებელთა დიდი ნაწილი სესხს ვეღარ აიღებს. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემოღებულ ახალ რეგულაციას დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში. როგორც აღმოჩნდა, მათ ტოლობის ნიშანი არასწორად დასვეს. რეფინანსირების განაკვეთი ახლა ისტორიულ მაქსიმუმზეა, რადგან ის პირდაპირპროპორციულია ინფლაციის მაჩვენებლის. თუმცა, როგორც “საზოგადოება და ბანკების” დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე ამბობს, ეს რეგულაცია დიდად არ ცვლის დღის წესრიგს და სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საშუალოშემოსავლიანი ოჯახები იპოთეკურ სესხს ვეღარ აიღებენ.

ჩინეთში თვითმფრინავი ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა და ცეცხლი გაუჩნდა

ჩინეთში, ტიბეტის ავიახაზების TV9833-ის თვითმფრინავი ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა და ცეცხლი გაუჩნდა გამოცემის ცნობით, შემთხვევა დაახლოებით 08:00 საათზე მოხდა. მომხდარის შედეგად 40-მდე ადამიანი დაშავდა. ისინი სხვადასხვა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ბორტზე ჯამში 113 მგზავრი და ეკიპაჟის ცხრა წევრი იმყოფებოდა.

ფოტოები: რა პირობებში არიან მარიუპოლის დაჭრილი მცველები

“მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ უნდა ნახოს რა პირობებში იმყოფებიან მარიუპოლის დაჭრილი მცველები და იმოქმედოს”, — აღნიშნავენ აზოვში.

რაც ეს მეთოდი მასწავლეს, მარწყვის ხარშვა დავივიწყე – მარწყვი თავისივე წვენში

ამ წესით მომზადებული მარწყვი სრულყოფილად ინარჩუნებს ფერსაც, ფორმასაც და არომატსაც. 1 კგ მარწყვით და გამოდის 1 ლ „მურაბა“ მარწყვს ყუნწი მოაშორეთ, გარეცხეთ და გააშრეთ. გადაიტანეთ ნაწილ-ნაწილ დიდ თასში. ყოველ ფენას დააყარეთ შაყარი და დატოვეთ მთელი ღამით. მეორე დღეს საკმაოდ ბევრი წვენი ექნება გამოშვებული. მარწყვი თავისივე წვენით სუფთა ქილებში გადაიტანეთ. ბოლოს თასში მხოლოდ წვენი რომ დარჩება, კარგად ამოურიეთ და თანაბრად გადაანაწილეთ ქილებში. ქილები ქვაბში ჩაალაგეთ, თავი დაადეთ, ქვაბში წყალი ჩაასხით და აადუღეთ. ადუღებას რომ დაიწყებს, დრო დაინიშნეთ. ნახევარლიტრიან ქილებს გასტერილება 10 წუთის განმავლობაში სჭირდება, 700-გრამიანს – 12-13, 1-ლიტრიანს – 15 წუთით. ბოლოს…

მიხეილ სააკაშვილი „ვივამედში“ გადაიყვანეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს, სადაც გამოკვლევებს ჩაუტარებენ. გუშინ ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილი ითხოვს კლინიკაში თავმდგომად დედის, გიული ალასანიას შესვლას. იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, მას „ვივამედში“ გადაყვანას შესთავაზებენ. სააკაშილი დათანხმდა შეთავაზებას, თუმცა მოგვიანებით პირობები წამოაყენა, რასაც უკმაყოფილება მოჰყვა.

13 მაისს GWP ისნის, ჩუღურეთისა და ნაძალადევის ნაწილს წყალმომარაგებას 24 საათით შეუწყვეტს, ნახეთ სად შეწყდება წყალმომარაგება

13 მაისს დილის 11:00 საათიდან 14 მაისის დილის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ჩუღურეთის რაიონი სამშვილდის, მარუაშვილის, აჭარის, აფხაზეთის, სამურზაყანოს, 9 ძმის, ცაიშის, გივიშვილის, აბაშის, ხონის, სენაკის, ლანჩხუთის, ტაშირის, ლაილაშის, სალხინოს, ქვალონის, ლებარდეს, ატოცის, ნორიოს, ნორიოს აღმართს, ჩეჩელაშვილის, ლარეხის, მნათობის, დავითაშვილის, ბაგრატიონის, სალიების, პ.სააკაძის, გუმათის, ბოდავის, ასპინძის, ხუდადოვის, ხუდადოვის N 173 (სამხედრო დასახლებას), მახათის, ხეხლის-სანერგე-მეურნეობის ქუჩები, ჭალადიდი, ლამი, დიღომბარი  მეუნარგიის  ქუჩის  კორპუსებს, გედევანიშვილის, სარკინეთი, მახათის აღმართი, ივერთუბნის, აგიაშვილის, ჯორჯაძის, ალავერდის, ბარაკონის, მიზანდარის ნ. ჟორდანიას, კვარაცხელიას, შერვაშიძის, პაპავების, ხერხეულიძეების, ეშბას, გაბისკირიას, ასხინი, ართვინი, განთიადი, ხეხილ-სანერგეს დასახლება – იგივე ივერთუბანი მთლიანად, არაგვისპირელი, სიღნაღი,…