არესტოვიჩი “ოცნებას”: საერთოდ აპირებთ რაიმეს გაკეთებას თქვენი ტერიტორიული მთლიანობისთვის

,,ჩემი თვალსაზრისით, ეს შესაძლოა იყოს რეპეტიცია დიდი რეფერენდუმებისა, რომლებსაც უკრაინის ტერიტორიებზე გეგმავს. ჯერ უნდათ [რუსებს] ნახონ, გამოუვათ თუ არა პატარა რეფერენდუმი. მეორეც – ეს პატარა გამარჯვებაა. რაღაც ხომ უნდა გამოაცხადონ. [გამოსაცხადებლად] ექნებათ გამარჯვება სამხრეთ ოსეთში. ამ მიმართულებით მაქვს რიტორიკული კითხვა საქართველოს ხელისუფლებასთან, თუმცა ვიცი, რომ პასუხს მაინც გამცემენ: “საერთოდ აპირებთ რაიმეს გაკეთებას თქვენი ტერიტორიული მთლიანობისთვისა და ხელშეუხებლობისთვის?” თუ როგორ? თუ არესტოვიჩთან ჩხუბს გააგრძელებთ”-თქვა არესტოვიჩმა

უკრაინელი მებრძოლი – „აზოვსტალში“ დაჭრილები საშინელ მდგომარეობაში იმყოფებიან, მებრძოლები კიდურების, ხელების, ფეხების გარეშე წვანან – ბევრი მათგანი იღუპება, რადგან სამედიცინო დახმარებას ვერ ვუწევთ

არიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხანაში მყოფი ერთ-ერთმა უკრაინელი მებრძოლის განცხადებით, დაჭრილები საშინელ მდგომარეობაში იმყოფებიან. „პირობები უბრალოდ საშინელია. დღეს ჰოსპიტალში ვიყავი. ეს არის უზარმაზარი სპორტდარბაზი, რამდენიმე ათეული საწოლით. ყველაფერი დანარჩენი მხოლოდ იატაკზეა. მებრძოლები კიდურების, ხელების, ფეხების გარეშე წვანან. ბევრი მათგანი იღუპება, რადგან ჩვენ ვერ ვუწევთ სამედიცინო დახმარებას. უბრალოდ მედიკამენტები არ არის. რაც შეეხება მძიმე ჭრილობების მქონეებს, მათი გადარჩენა თითქმის შეუძლებელია“, – აღნიშნა უკრაინელმა ჯარისკაცმა. „მას კბილებში ქამარი ჰქონდა. ანესთეზიის გარეშე იყო და გამგმირავად ყვიროდა“, – აღნიშნა მებრძოლმა.

ირაკლი კობახიძე: ვიღაცები სააკაშვილთან შევიდნენ და არ აწყობდათ იმ დიაგნოზის გამოტანა, რაც სინამდვილეშია

„დიაგნოზი რომ არ იცით და ამხელა პანიკა გაქვთ აწეული ეს მეტყველებს ზუსტად იმაზე, რომ ყველაფერი არის საპნის ბუშტივით. დიაგნოზიც კი არ იცით და ერთი კვირაა ამხელა კამპანია გაქვთ აწეული. რატომ არ იცით დიაგნოზი? იმიტომ, რომ ვიღაცები შევიდნენ და არ აწყობდათ იმ დიაგნოზის გამოტანა, რომელიც სინამდვილეში არსებობდა. სინამდვილეში კი, არავითარი პრობლემა არ არის. ადამიანი თვითდაზიანებას ცდილობს და იმასაც კი არ აკეთებს, სიმულირებს დღეების განმავლობაში. დიაგნოზი იმიტომ არ იცით, რომ არ გაწყობთ ეს დიაგნოზი. დიაგნოზის გარეშე რომ გაქვთ ერთკვირიანი კამპანია აწეული ყველაფერი ეს მეტყველებს იმაზე,რომ ამ კამპანიას თავიდან ბოლომდე მხოლოდ პოლიტიკური შინაარსი აქვს“,- განაცხადა…

“როგორც კი დადგება ამის დრო, სამხრეთ ოსეთი ისევე იქნება რუსეთის ფედერაციის ნაწილი, როგორც ადრე”-ცხინვალი დე ფაქტო პრეზიდენტი, ალან გაგლოევი

,,ამ გეგმას აჟღერებდა სამხრეთ ოსეთის თითქმის ყველა პრეზიდენტი და საერთოდ ეს არის სამხრეთ ოსეთის ხალხის საუკუნოვანი ოცნება. ამის შესახებ ცნობილი ადამიანებიც საუბრობდნენ პრაქტიკულად ორი საუკუნის განმავლობაში, ჩვენ წინა საარჩევნო პროგრამაშიც გვქონდა ამის შესახებ საუბარი, აქ საქმე მხოლოდ ის კი არ არის, რომ გაერთიანებაა საჭირო, არამედ ის თუ რა მექანიზმები უნდა ვიპოვოთ. აქ ყველაფერი არ არის დამოკიდებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაზე, ჩვენ გვყავს სტრატეგიული პარტნიორი რუსეთის ფედერაციის სახით და ასეთი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ურთიერთშეთანხმებით. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით გეოპოლიტიკურ ცვლილებებს რეგიონში, გვესმის, რომ რუსეთის ფედერაცია ახლა ატარებს სპეცოპერაციას უკრაინაში ნეოფაშისტების წინააღმდეგ ამიტომ, როგორც…

„ოცნებობდა ქართული ცეკვის სწავლაზე“ – ომში დაღუპული უკრაინელი ქართველის ამბავი

„ძალიან უნდოდა ქართული ენის სწავლა. მოხალისეთა დანაყოფში, სადაც ის მოხვდა, ბევრი ქართველი იბრძოდა და ძალიან გახარებული იყო. მეუბნებოდა, გამიმართლა, აქ ბევრი ქართველია, ენასაც ვისწავლი, ომიც დამთავრდება და მერე ერთად წავიდეთ საქართველოშიო“, – უკრაინელი ქართველი, 46 წლის ვიტალი ორბელაძე, 23 აპრილს, უკრაინაში, ქალაქ იზიუმში, რუსულ დაბომბვას ემსხვერპლა. „ჩაიწერეს მისი მონაცემები და უკან გამოუშვეს. უთხრეს, სახლში წადი და გამოძახებას დაელოდეო. ელოდა, ელოდა, ყოველ დღე ელოდა, რომ გამოიძახებდნენ, მაგრამ როცა არავინ შეეხმიანა, მოხალისეთა დანაყოფების ძებნა დაიწყო. ასე აღმოჩნდა „კარპატსკი სიჩში“ და 6 აპრილს ფრონტის წინა ხაზზე წავიდა.მე ხუთი შვილი მყავს. ვიტალის ერთი გოგონა. ჩემი…

წიწაკის მურაბა, ყველაზე განსხვავებული რაც კი ოდესმე გაგისინჯავთ

ინგრედიენტები წითელი წიწაკა – 200 გრ ძმარი – 400 გრ შაქარი – 650 გრ მომზადების წესი ქვაბში ჩავასხათ ძმარი და ავადუღოთ, დავამატოთ შაქარი, არ ურიოთ. შაქარი რომ გადნება და ერთიან მასად იქცევა, ჩავყაროთ ძალიან წვრილად დაჭრილი წიწაკა (თესლები შეგიძლიათ გამოაცალოთ). ადუღეთ 10 წუთი, მორევის გარეშე. გაითვალისწინეთ რომ დუღილი უნდა მიმდინარეობდეს, მაღალ ცეცხლზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მასა გამოვა თხელი. გათიშეთ გაზი და მდუღარე მასა ჩაასხით გასტერილებულ ქილებში. გაცივებამდე, ხშირად ატრიალეთ ორივე მხარეს, რათა წიწაკის მასა და თესლები თანაბრად გადანაწილდეს. გემრიელად მიირთვით

„ჩემი ბავშვობის გემო“ – ნამცხვარი „ატამი“ 

ინგრედიენტები კვერცხი – 3 ც შაქარი – 1 ჭ არაჟანი – 100 გრ კარაქი – 100 გრ ვანილი გამაფხვიერებელი შედედებული რძე (მოხარშული ,,სგუშონი”) – 1 ც ფქვილი – 500 გრ მომზადების წესი ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, დაუმატეთ დარბილებული კარაქი, არაჟანი, მარილი, ვანილი და ფქვილი. ცომი დაასვენეთ 30 წუთის განმავლობაში, გააკეთეთ ერთი ზომის პატარა ბურთები. დააწყვეთ საცხობზე, გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, ზედაპირი უნდა იყოს თეთრი, თბილ მდგომარეობაში. წვრილი დანით ამოიღეთ გული, ამოავლეთ საკონდიტრო ფერში, ბოლოს კი შაქარში. გემრიელად მიირთვით

პირველი ციფრული ბოტასი საქართველოში დღეში დაახლოებით 220 ლარს აკეთებს. ნახეთ როგორ ხდება ეს

საქართველოში ბევრმა დაიჯერა, რომ გამდიდრების ახალი ფორმულა არსებობს: „1500 დოლარს + სიარული”. სულ ესაა? არაფერიც! ვერავინ მოგცემთ გარანტიას, რომ ტრენდული აპლიკაცია STEPN-ი რამდენიმე თვეში არ გაუფასურდება. ლაშა იოსებიძე დღეში 10 წუთს სეირნობს და დაახლოებით 220 ლარს აკეთებს ამაში. პირველი ციფრული ბოტასი სამი კვირის წინ იყიდა, ცოტა ხანში მეორე წყვილიც დაამატა და ახლა უკვე დარბის კიდეც. „ადრეც ვვარჯიშობდი, მაგრამ ამან უკვე რეჟიმში ჩამაყენა – რომც არ მინდოდეს გასვლა, გავდივარ სარბენად”, – ამბობს 29 წლის ლაშა. პირველი წყვილი ბოტასი თავისი ფულით იყიდა, მეორე – სესხით. ორივე ერთად „6000-7000 ლარი” დაუჯდა. დღეში კრიპტოვალუტა…

უკრაინა რუსეთს გადასცემს დაღუპული სამხედროების ცხედრებს

უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსი სამხედროების ცხედრებს სახლში აბრუნებს. 13 მაისს, კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებში, მაცივრის ტიპის ვაგონებში რუსი სამხედროების ცხედრები დატვირთეს. უკრაინის სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის ხელმძღვანელის, ვლადიმირ ლიამზინის განცხადებით, ეს ნაბიჯი შეესაბამება „საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს“: „ომის აქტიური ფაზის დასრულების შემდეგ, ორივე მხარემ უნდა დაუბრუნოს მეორე ქვეყანას დაღუპულების ცხედრები. უკრაინა მზადაა დააბრუნოს აგრესორების ცხედრები“, – განაცხადა ლიამზინმა. უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ ომის დაწყებიდან დაღუპულია რუსული არმიის დაახლოებით 20 ათასი სამხედრო მოსამსახურე. რუსეთს ინფორმაცია საკუთარი ჯარისკაცების დაღუპვის შესახებ არ განუახლებია 25 მარტის შემდეგ. იმ დროისათვის რუსული მხარე ლაპარაკობდა 1351 დაღუპულზე.