უკრაინა რუსეთს გადასცემს დაღუპული სამხედროების ცხედრებს

უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსი სამხედროების ცხედრებს სახლში აბრუნებს. 13 მაისს, კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებში, მაცივრის ტიპის ვაგონებში რუსი სამხედროების ცხედრები დატვირთეს.

უკრაინის სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის ხელმძღვანელის, ვლადიმირ ლიამზინის განცხადებით, ეს ნაბიჯი შეესაბამება „საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს“:

„ომის აქტიური ფაზის დასრულების შემდეგ, ორივე მხარემ უნდა დაუბრუნოს მეორე ქვეყანას დაღუპულების ცხედრები. უკრაინა მზადაა დააბრუნოს აგრესორების ცხედრები“, – განაცხადა ლიამზინმა.

უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ ომის დაწყებიდან დაღუპულია რუსული არმიის დაახლოებით 20 ათასი სამხედრო მოსამსახურე. რუსეთს ინფორმაცია საკუთარი ჯარისკაცების დაღუპვის შესახებ არ განუახლებია 25 მარტის შემდეგ. იმ დროისათვის რუსული მხარე ლაპარაკობდა 1351 დაღუპულზე.

Related posts

კომენტარის დამატება