საპროტესტო აქციაზე ერევანში 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

ერევანში დილიდან საპროტესტო აქცია იმართება, პრემიერმინისტრის გადადგომის მოთხოვნით. ბოლო მონაცემებით 414-ზე მეტი ადამიანია დაკავებული. პოლიცია ცდილობს აქტივისტები შეაჩეროს და დროდადრო მათ აკავებს,რადგან აქციის მონაწილეები ეტაპობრივად ქალაქის ცენტრალურ ქუჩებს კეტავენ-იუწყება რადიო თავისუფლების სომხური ბიურო. ხოლო დაკავებულთა ინფორმაციით, პოლიცია დაკავების მიზეზს არ განმარტავდა. ოპოზიცია გასული წლის მარტიდან მართავს საპროტესტო აქციებს ყარაბაღის სტატუსთან დაკავშირებით და პრემიერმინისტრის გადადგომას მოითხოვს. ისინი აცხადებენ, რომ ნიკოლ ფაშინიანი ცალმხრივ დათმობებზე წავიდა აზერბაიჯანთან. ბრალდებებს უარყოფენ სომხეთის ხელისუფლებაში და აღნიშნავენ, რომ მოლაპარაკების დრო ს აპირებენ მთიანი ყარაბაღის უფლებები დაიცვან, მათ შორის სტატუსთან დაკავშირებით. გარდა ამისა ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ოპოზიციურ აქციებს…

ფინეთის საელჩოს ორი თანამშრომელი რუსეთმა ქვეყნიდან გააძევა

რუსეთის საგარეო საქმეთა სააგენტოს ინფორმაციით,დღეს ეცნობა ფინეთის ელჩს ანტი ჰელანტერიას ამ გადაწყვეტილების შესახებ. “ელჩს წარუდგინეს მტკიცე პროტესტის განცხადება ევროკავშირის ანტირუსული სანქციების კამპანიის ფარგლებში ჰელსინკიში რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომლის ფინეთიდან უსაფუძვლო გაძევებასთან დაკავშირებით, ასევე ფინეთის კონფრონტაციულ კურსზე რუსეთის მიმართ, მათ შორის კიევის რეჟიმისთვის იარაღის მიწოდების, დონბასისა და უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ უკრაინელი ნაციონალისტების დანაშაულის დაფარვის შესახე”-აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სააგენტოში.

“პუტინმა იცის საით მიჰყავს ქვეყანა… მას ჩვენი ქვეყნის ყველა თაობა მხარს უჭერს” – პესკოვი

“დარწმუნებულნი ვართ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და დარწმუნებული ვართ, რომ გავიმარჯვებთ, მივაღწევთ ყველა მიზანს.  მთელი ქვეყანა მხარს უჭერს მას. დარწმუნებული ვარ, თქვენ მხარს უჭერთ მას, ახალგაზრდობა მხარს უჭერს მას, ჩვენი ქვეყნის ყველა თაობა მხარს უჭერს”, – განაცხადა პესკოვმა. 

იაპონელი ფსიქოთერაპევტის დაღლილობის ტესტი: შეამოწმეთ რამდენად დაღლილი ხართ

იაპონელმა ფსიქოთერაპევტმა, იამამოტო ჰაშიმამ საინტერესო ტესტი მოიფიქრა, რომელიც დაგეხმარებათ გაიგოთ, რამდენად დაღლილი ხართ. პირველ რიგში დაჯექით და დაისვენეთ. დახუჭეთ თვალები 10 წამით, შემდეგ გაახილეთ და დააკვირდით სურათს რამდენიმე წამის განმავლობაში. 1. თუ სურათი არ მოძრაობს, კარგია. თქვენი მდგომარეობა სტაბილურია, შეგიძლიათ იგივე სულისკვეთებით გააგრძელოთ მუშაობა და დასვენება შესაბამისი მონაცვლეობით. 2. თუ სურათი მოძრაობს, მაგრამ ნაწილობრივ ან ნელა, ეს არის ფსიქოლოგიური დაღლილობის საშუალო ხარისხი. თქვენ უნდა იფიქროთ დატვირთვაზე და მუშაობის რეჟიმზე. შეეცადეთ დაისვენოთ რამდენიმე დღე, იძინოთ საკმარისად და არ იფიქროთ სამსახურზე. 3. თუ სურათი აქტიურად მოძრაობს, სამწუხაროდ, ეს ქრონიკული გადატვირთულობაა. დარწმუნდით, რომ…

კახა კალაძე ნიკა გვარამიაზე – მიუხედავად იმისა, რომ თუკი რაიმე ცუდი არსებობს ამ ადამიანისგან მოდიოდა, მე არ მიხარია არავის დაჭერა – კანონის წინაშე ყველა თანასწორუფლებიანი ვართ

„კანონის წინაშე ყველა თანასწორუფლებიანები ვართ. კანონზე მაღლა ვერავინ და ვერაფერი დადგება. შესაბამისად, როდესაც შენ დანაშაულს ჩადიხარ, ვერც პოლიტიკოსის სტატუსი, ვერც მედიაში მუშაობის სტატუსი, რა თქმა უნდა, ვერ შეაჩერებს იმ სამართლებრივ მოქმედებებს, რაც საჭიროა დანაშაულის ჩადენის შემდეგ. სახეზე გვაქვს კონკრეტული დანაშაული, რასაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვა და ბატონ ნიკა გვარამიას სასჯელი მიესაჯა. იყო კონკრეტული საქმე, ამას მოჰყვა სამართლებრივი რეაგირება და მივიღეთ შედეგი,” – განაცხადა კახა კალაძემ.

ყაზბეგის გამზირზე, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ნაწილი ჩამოინგრა

ყაზბეგის გამზირზე, 29 ნომერში საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ნაწილი ჩამოინგრა. თვითმხილველთა თქმით შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური. 

,,არ ჭამს კი არა, ვერ ჭამს მძიმე დაავადების გამო, გაიგეთ”- მიხეილ სააკასვილის მამა

დღემდე ვიყავი იმედიანად, მოლოდინის რეჟიმში. ველოდებოდი კლინიკიდან სამედიცინო კვლევის შედეგებს.მინდა გამოვხატო აღშფოთება იმის მიმართ რაც ხდება მიშას ირგვლივ.თითქოს ყინული დაიძრა ,მიშა სამოქალაქო კლინიკაშია, გაჩნდა იმედი, რომ იმ ადამიანებში რომლებიც მანიპულირებენ მესამე პრეზიდენტის ბედით გაიღვიძა ჰუმანურობამ.კვლავ შევცდი.მერამდენე დღეა პაციენტი იმყოფება ვივამედის კლინიკაში, და რა?სტანდარტული ფრაზები-კვლევა გრძელდება. როგორც ექიმს არ მესწავლება რა დრო სჭირდება ადამიანის სამედიცინო კვლევას, რა სირთულის არ უნდა იყოს ის.სურვილისამებრ ამის გაკეთება შესაძლებელია რამოდენიმე საათსა ან მაქსიმუმ ორ დღეში.ჩნდება ძალიან ბევრი შეკითხვა და ეჭვი.რა ხდება?სასწრაფოდ მორჩით დღესვე ყველანაირი კვლევა და დაიწყეთ მკურნალობა.გაიგეთ რომ მიშას მკურნალობის და რეაბილიტაციის პროცესი ხანგრძლივია…

32 წლის ქალის დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ცხელ კვალზე მისივე თანატოლი მამაკაცი დააკავა – რა მოხდა ხელვაჩაურში

ხელ­ვა­ჩა­ურ­ში ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე 32 წლის ქალი დაჭ­რეს, ქა­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია, თუმ­ცა სა­მე­დი­ცი­ნო მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ იმყოფება. სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით, 32 წლის მა­მა­კა­ცი ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11-117 პრი­მა მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ ჩა­დე­ნილ ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს.