კახა კალაძე ნიკა გვარამიაზე – მიუხედავად იმისა, რომ თუკი რაიმე ცუდი არსებობს ამ ადამიანისგან მოდიოდა, მე არ მიხარია არავის დაჭერა – კანონის წინაშე ყველა თანასწორუფლებიანი ვართ

„კანონის წინაშე ყველა თანასწორუფლებიანები ვართ. კანონზე მაღლა ვერავინ და ვერაფერი დადგება. შესაბამისად, როდესაც შენ დანაშაულს ჩადიხარ, ვერც პოლიტიკოსის სტატუსი, ვერც მედიაში მუშაობის სტატუსი, რა თქმა უნდა, ვერ შეაჩერებს იმ სამართლებრივ მოქმედებებს, რაც საჭიროა დანაშაულის ჩადენის შემდეგ. სახეზე გვაქვს კონკრეტული დანაშაული, რასაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვა და ბატონ ნიკა გვარამიას სასჯელი მიესაჯა. იყო კონკრეტული საქმე, ამას მოჰყვა სამართლებრივი რეაგირება და მივიღეთ შედეგი,” – განაცხადა კახა კალაძემ.

Related posts

კომენტარის დამატება