“თავგასული ქალები სახლში გვყავს გამოკეტილი” – ავღანეთის შსს მინისტრი “თალიბანის” წესებზე დასავლურ მედიასთან საუბრობს

“თა­ლი­ბა­ნის” და­პი­რე­ბა, რომ გო­გო­ნებს სკო­ლა­ში სწავ­ლის უფ­ლე­ბა და­უბ­რუ­ნონ, ჯერ კი­დევ შე­სას­რუ­ლე­ბე­ლია და მათი წარ­მომ­დგენ­ლე­ბი გან­ცხა­დე­ბით, “ძა­ლი­ან მალე შე­ვი­ტყობთ სა­სი­ხა­რუ­ლო ამ­ბავს“.

ავ­ღა­ნე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი და “თა­ლი­ბა­ნის” ლი­დე­რის მო­ად­გი­ლე, სი­რა­ჯუ­დინ ჰა­ქა­ნი აცხა­დებს, რომ “ის გო­გო­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც რე­ჟიმს აპ­რო­ტეს­ტე­ბენ, სახ­ლში უნდა დარ­ჩნენ.”

როცა ჰა­ქანს იმ ქა­ლე­ბის შე­სა­ხებ ჰკი­თხეს, რომ­ლე­ბიც “თა­ლი­ბა­ნის” მმარ­თვე­ლო­ბის ში­შით სახ­ლებს ვერ ტო­ვე­ბენ და გა­რეთ გას­ვლი­საც კი ეში­ნი­ათ, მან სი­ცი­ლით უპა­სუ­ხა:

“თავ­გა­სუ­ლი ქა­ლე­ბი სახ­ლში გვყავს გა­მო­კე­ტი­ლი.” “თავ­გა­სულ ქა­ლებ­ში მათ გუ­ლის­ხმობს, ვი­საც სხვა­დას­ხვა ძა­ლე­ბი მარ­თავნ, რათა ამ­ჟა­მინ­დელ მთავ­რო­ბას ძირი გა­მო­უ­თხა­რონ.”

“გო­გო­ნებს უკვე აქვთ მე­ექ­ვსე კლა­სამ­დე სწავ­ლის უფ­ლე­ბა, მომ­დევ­ნო კლა­სებ­ში სწავ­ლის მე­ქა­ნიზ­მზე კი უკვე ვმუ­შა­ობთ. ღმერ­თის ნე­ბით, ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, ძა­ლი­ან მალე, კარგ სი­ახ­ლეს შე­ი­ტყობთ,“ – აცხა­დებს ჰა­ქა­ნი, რომელიც გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი მა­ღა­ლი თა­ნა­მე­ბო­ბის პი­რია, ის FBI-ს მიერ იძებ­ნე­ბო­და.

Related posts

კომენტარის დამატება