ტრაბზონთან გასულ ღამით მომხდარი ავტოავარიის შედეგად, საქართველოს 1 მოქალაქე დაიღუპა და 5 დაშავდა.

18 მაისს, გვიან ღამით, თურქეთის ქალაქ ტრაბზონთან კედელს შეეჯახა კერძო ავტომობილი, საქართველოს სანომრე ნიშნებით. ადგილზე გარდაიცვალა ერთი ქალბატონი, რომელიც უკვე გადმოასვენეს საქართველოში, ავტოავარიის შედეგად დაშავებულ საქართველოს 5 მოქალაქეს თურქეთის კლინიკებში მკურნალობენ. ავტოავარიის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. საქმეს თურქი სამართალდამცავები იძიებენ.

Related posts

კომენტარის დამატება