თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მამაკაცმა ქალი მოკლა. დანაშაულში ბრალდებული კაცი ადგილზევე დააკავეს-აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას. ერთ-ერთი თვითმხილველი სოციალურ ქსელში წერს, რომ შემთხვევა ავტობუსში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო დამატებით ინფორმაციას არ ასაჯაროვებს.
დღე: მაისი 21, 2022
სუმის რეგიონი რუსულმა ძალებმა “გრადებით” დაბომბეს
უკრაინის სასაზღვრო დაცვის ცნობით, შუადღით რუსეთის ტერიტორიიდან სუმის რეგიონი გრადებით დაიბომბა . 12-მდე გასროლა მოხდა, უწყების ცოდნით. ამასგარდა, რუსულმა ვერტმფრენებმა სარაკეტო იერიი მიიტანეს სუმისა და ხარკოვის რეგიონებს შორის ტერიტორიაზე. “მტრის ვერტმფრენმა რაკეტა გაუშვა ერთ-ერთი დასახლების შემოგარენში, ხარკოვისა და სუმის ოლქის საზღვარზე” – წერია სამსახურის განცხადებაში. მათ ასევე დაბომბეს დონეცკში არსებული სოფელი მიკოლაივკა, ხარკოვის სოფელი კუჩერივკა და ჩერნიჰივში არსებული სოფელი ჰრიმიაჩი.