თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მამაკაცმა ქალი მოკლა.
დანაშაულში ბრალდებული კაცი ადგილზევე დააკავეს-აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას.
ერთ-ერთი თვითმხილველი სოციალურ ქსელში წერს, რომ შემთხვევა ავტობუსში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო დამატებით ინფორმაციას არ ასაჯაროვებს.