მოსკოვმა 5 ხორვატიელი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

რუსეთმა ხორვატიის საელჩოს ხუთი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

„ზაგრების არამეგობრული ნაბიჯების საპასუხოდ, შეემცირებინა რუსეთის საელჩოს დიპლომატიური პერსონალი, ხორვატიის ელჩს, ტომისლავ ცარს დღეს გადაეცა ნოტა ხორვატიის საელჩოს ხუთი დიპლომატის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების შესახებ“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ხორვატიის ელჩს გადაეცა საპროტესტო ნოტა მისი ქვეყნის ხელისუფლების „უსაფუძვლო ძალისხმევის გამო, რომლის მიზანი უკრაინაში ომის დანაშაულებებზე პასუხისმგებლობის რუსეთისთვის დაკისრება იყო.“

Related posts

კომენტარის დამატება