ალექსანდრე ლუკაშენკო – რუსეთი ნატო-ს მარტო არ უნდა ებრძოლოს

„ჩვენი შეხვედრა მიმდინარეობს რთულ დროს, სამყაროს ხელახალი დაყოფის დროს. მსოფლიო წესრიგის უნიპოლარული სისტემა წარსულს ჩაბარდა, მაგრამ კოლექტიური დასავლეთი აწარმოებს სასტიკ ბრძოლას თავისი პოზიციების შესანარჩუნებლად. „ნატო მოქმედებს პრინციპით „ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენს წინააღმდეგაა. „არა მხოლოდ რუსეთმა უნდა გამოხატოს შეშფოთება და მარტომ იბრძოლოს ნატოს გაფართოების მცდელობის წინააღმდეგ“

„დაე იფიქრონ მათ [საგარეო საქმეთა მინისტრებმა] იმაზე, თუ როგორ უნდა ვუპასუხოთ პოლიტიკურად ნატოს გაფართოების ახალ ტალღას ცნობილი სახელმწიფოების გაჟღერებული ზრახვების გათვალისწინებით. ორგანიზაციაში ჩვენი პოზიცია დროულად უნდა შევიმუშაოთ და მივაწოდოთ მსოფლიო საზოგადოებას. ჩვენ ამაში ერთიანი უნდა ვიყოთ“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

Related posts

კომენტარის დამატება