ბორის ჯონსონი: უკრაინელი ლტოლვილებისთვის ვიზების დამუშავება უფრო სწრაფად შეიძლებოდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, ბრიტანეთს ჰქონდა შესაძლებლობა უფრო სწრაფად ემოქმედა პროცესში, რომელიც შეეხებოდა უკრაინელი ლტოლვილებისთვის ვიზების დამუშავებას.

ჯონსონს კითხვა დაუსვეს ათასობით ქალისა და ბავშვის შესახებ, რომლებიც ჯერ კიდევ არიან ვიზის დამუშავების მოლოდინში, რაზეც მან განაცხადა:

“შეგვეძლო ეს უფრო სწრაფად გაგვეკეთებინა? დიახ, ალბათ შეგვეძლო,” – თქვა დიდი ბრიტანეთის პრემიერმა.

ჯონსონის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, უკრაინელებისთვის უვიზო მიმოსვლა არ დაუშვას, როგორც ეს გააკეთეს სხვა ევროპულმა ქვეყნებმა, როგორც უსაფრთხოების ზომები, რათა “დაიცვან სისტემა მათთვის, ვისაც შეიძლება მისი ბოროტად გამოყენება სურდეს”.

Related posts

კომენტარის დამატება