„ჩემი ბავშვობის გემო“ – ნამცხვარი „ატამი“ 

ინგრედიენტები

  1. კვერცხი – 3 ც
  2. შაქარი – 1 ჭ
  3. არაჟანი – 100 გრ
  4. კარაქი – 100 გრ
  5. ვანილი
  6. გამაფხვიერებელი
  7. შედედებული რძე (მოხარშული ,,სგუშონი”) – 1 ც
  8. ფქვილი – 500 გრ

მომზადების წესი

ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, დაუმატეთ დარბილებული კარაქი, არაჟანი, მარილი, ვანილი და ფქვილი. ცომი დაასვენეთ 30 წუთის განმავლობაში, გააკეთეთ ერთი ზომის პატარა ბურთები.

დააწყვეთ საცხობზე, გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, ზედაპირი უნდა იყოს თეთრი, თბილ მდგომარეობაში. წვრილი დანით ამოიღეთ გული, ამოავლეთ საკონდიტრო ფერში, ბოლოს კი შაქარში.

გემრიელად მიირთვით

Related posts

კომენტარის დამატება