დამიკავშირდა რუსი ქალბატონი. გადავედი ლინკზე შევდივარ ინტერნეტ ბანკში და აღარ მაქვს 350 ლარი…

,,წაიკითხეთ ბოლომდე რომ იგივე სიტუაციაში არაღმოჩნდეთ!!!!!დღეს გავხდი თაღლითობის მსხვერპლი.სხვების მიკვირდა როგორ ენდობიან ხალხს მეთქი და მე აღმოვჩნდი იგივე სიტუაციაში.მაიმარკეტზე მედო ბავშვის 30 ლარიანი ნივთი.ტელეფონის ნომერიც მქონდა მითითებული. დამიკავშირდა რუსულ ენოვანი ქალბატონი ვოთსაპით(იტალიური ნომერი ქონდა მითითებული სურათად ინტერნეტიდან აღებული სურათი ქონდა)ვიფიქრე როუმინგით სარგებლობს ალბათ აქ მეთქი. კასპში თუ შეგიძლია გამოგზავნაო.არა მეთქი ვარკეთილი მხოლოდ თქო ეგრე მქონდა მითითებული.მაშინ მე ფოსტას ლინკს გამოგიგზავნიო და შეიყვან მონაცემებსო და ფოსტალიონი მოვა და წაიღებსო კაი თქო.გამომიგზავნა ლინკი სადაც ეხატა ამანათი და ეწერა 30 ლარი და უნდა მიმეცა თანხმობა.ვიფიქრე საქართველოს ფოსტას რუსული მენიუც აქვს მეთქი.გადავედი ლინკზე სადაც უნდა მომსვლოდა მესიჯი და მერე მთხოვდა ჩემი კარტოს მონაცემებს.ჩემი კარტოს მონაცემები შევიყვანე რამდენჯერმე. (კარტის მომაცემები შემყავდა იმიტომ რომ ვიფიქრე ალბათ ისე არ მოვლენ ფოსტიდან თუ კარტა არ დავაფიქსირე მეთქი.)რადგან წვალობდა და მესიჯი გვიან მომდიოდა.ცოტახანში შევდივარ ინტერნეტ ბანკში და 350 ლარი აღარ მაქვს.სამწუხაროდ დაზღვეული არ მქონდა ბარათი თან აქ მე ვიყავი დამნაშავე.მერე მივწერე იმ გოგოს და ვსიო დაიკარგა.ბარათის დაბლოკვა მოვასწარი თორემ შეიძლებოდა დარჩენილი 200 ლარიც დამეკარგა.”- წერს ერთ-ერთი მომხმარებელი ,,სასოწარკვეთილი მომხმარებლების ჯგუფში”

Related posts

კომენტარის დამატება