დიდი ბრიტანეთი უკრაინას $375 მილიონის სამხედრო დახმარებას გადასცემს

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 375 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გადასცემს, მათ შორის ელექტრონულ საბრძოლო აღჭურვილობასა და სარადარო სისტემას.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთმა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მას 5 000 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა და საჰაერო თავდაცვის ხუთი სისტემა გაუგზავნა, გადასცა საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები.

პრემიერმინისტრის ოფისში განაცხადეს, რომ სხვა აღჭურვილობასთან ერთად გადასცემენ ღამის ხედვის მოწყობილობებს, სატელიტური ნავიგაციის ჩამხშობ ხელსაწყოებს, დრონებს და ჯავშანმანქანებს სამოქალაქო ოფიციალური პირებისთვის.

Related posts

კომენტარის დამატება