,,ეიპიემ ტერმინალს ფოთმა” წარმატებული კურსდამთავრებულები დააჯილდოვა

ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინიციატივით, 25 მაისს, ფოთში მცხოვრები 2021-2022 სასწავლო წლის საუკეთესო მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაჯილდოების ცერემონიას „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ შეუერთდა და სამ წარმატებულ კურსდამთავრებულს ანა ხახნელიძეს, სანდრო ღვამიჩავასა და ლიზი ცაგარეიშვილს სამახსოვრო საჩუქრები და პლანშეტები გადასცა STEM მიმართულებით გამორჩეული აქტივობებისთვის და მიღწევებისთვის.

ინფორმაციისთვის, ფოთის საზღვაო ნავსადგური წარმატებული მოსწავლეების დაჯილდოებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე უკვე მეათე წელია მონაწილეობს.

კორპორაციული მდგრადობის ჭრილში, „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ადგილობრივი მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისთვის ხარისხიანი განათლების მიღების ხელშეწყობაა. ამ მიმართულებით კომპანია არაერთ ინიციატივას ახორციელებს, მათ შორის ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას.

Related posts

კომენტარის დამატება