“ეს იგივეა მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანოს…” | კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის თავდებობაზე “იხუმრა”

“ყველაფერი ძალიან კომიკურ სახეს იძენს უკვე, ყველამ წინასწარ ხომ ვიცოდით, როდესაც ის ჩაჯდა თავის ფეხით ციხეში, რომ ძალიან მალე დაიწყებოდა სიმულაციები, თვითდაზიანების იმიტირება თუ რეალური თვითდაზიანება და ა.შ ძალიან მარტივად ეს სცენარი ვითარდება, თვითდაზიანებაზე თვითონაა პატიმარი პასუხისმგებელი, რაც შეეხება სასჯელაღსრულების დაწესებულებების, ისინი არიან პასუხისმგებელი შესაბამის მომსახურებაზე, მათ შორის სამედიცინო მომსახურებაზე, ბუნებრივია ყველა უწყება იმოქმედებს ამ პასუხისმგებლობით”, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით ამ სპეკულაციებსა და სიმულაციებს წარმატება ვერ ექნება. კობახიძე ასევე ამტკიცებს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში ყველა პატიმარი უზრუნველყოფილია სათანადო პირობებით.

“ეს იგივეა მელამ რომ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანოს, ცნობილი გამოთქმაა, დაახლოებით იგივეა. ნაცმოძრაობა პასუხისმგებლობას იღებს სააკაშვილზე, სასაცილოა რბილად რომ ვთქვათ, მათი ბელადია სააკაშვილი და ვინ ვისზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ეგ კიდევ ცალკე თემაა და საკითხავია”, – თქვა კობახიძემ. 

Related posts

კომენტარის დამატება