ღარიბაშვილმა ჰარცელს ევროკავშირის კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა

საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის წევრობის კითხვარზე მუშაობა დაასრულა და ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელს კითხვარის პირველი ნაწილი პირადად გადასცა.

“მაქვს პატივი, გადმოგცეთ ევროკომისიის კითხვარზე ჩვენი პასუხები, ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საქართველოს მიერ წარდგენილ განაცხადზე დასკვნის მოსამზადებლად”, – თქვა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, მთავრობის სურვილს წარმოადგენს, კითხვარის მეორე ნაწილის ევროკავშირისთვის დათქმულ ვადაზე ადრე მიწოდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე 3 მარტს გააკეთა, ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარი კი 11 აპრილს გადაეცა. 

კითხვარი წარმოადგენს ოფიციალური დოკუმენტს, რომელიც ქვეყნის შეფასების პროცესში გამოიყენება ევროკავშირის მიერ. კანდიდატობის მსურველ ქვეყანას, შესაძლოა, ათასობით კითხვა გაეგზავნოს, რომელიც საჭიროებს კომპლექსურ პასუხებს. კითხვები შეეხება ქვეყანაში ადამიანის უფლებების შესახებ მდგომარეობას, რეფორმებს, განათლებას, კულტურას, სოფლის მეურნეობას და კიდევ სხვა უამრავ სფეროს.

Related posts

კომენტარის დამატება