გია გაჩეჩილაძე:​ ითხოვენ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, იმიტომ რომ ის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ არ წავიდა

„არ ვიცი, როდემდე შეიძლება ვილაპარაკოთ ერთსა და იგივეზე, მაგრამ ახლა სიტუაციაა და დროა ასეთი – ბაკურიანი შეხვედრიდან მოყოლებული, შემდეგ უკრაინის ხელისუფლების ცილისმწამებლური განცხადებები, შემდეგ სამედიცინო კამპანია, რაც სააკაშვილის გარშემო მიდის, როგორ ითხოვენ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, იმიტომ რომ ის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ არ წავიდა. არანაირ გარიგებაზე არ წავიდა და ამიტომ ხდება ეს. ზუსტად ეს არის იმ მშვიდობის ფასი, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ. აი ეს კარგად თუ არ შევიგნეთ, სიტუაცია, რომელიც დღეს საქართველოშია, ხვალ არ განმეორდება. მშვიდობის ფასი ძალიან კარგად არის შესაგნები“, – აღნიშნა გაჩეჩილაძემ.

Related posts

კომენტარის დამატება