“იდგმება ნაბიჯები, რომელიც ართულებს ვითარებას” – საქართველოს საპატრიარქო რუსეთის ეკლესიას ე.წ. სამხრეთ ოსეთის “პრეზიდენტისადმი” მილოცვის გამო აკრიტიკებს

“მოს­კო­ვი­სა და სრუ­ლი­ად რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქის მი­ლოც­ვა ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის პრე­ზი­დენ­ტი­სად­მი, ე.წ. არ­ჩევ­ნებ­ში მის გა­მარ­ჯვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­უ­გე­ბა­რია, იმ ფონ­ზე, როცა რუ­სე­თის ეკ­ლე­სია აღი­ა­რებს სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის იუ­რის­დიქ­ცი­ას ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. მოს­კო­ვის სა­პატ­რი­არ­ქოს ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გავ­რცელ­და მოს­კო­ვი­სა და სრუ­ლი­ად რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქის მი­ლოც­ვა ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის პრე­ზი­დენ­ტი­სად­მი, ე.წ. არ­ჩევ­ნებ­ში მის გა­მარ­ჯვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მოს­კო­ვი­სა და სრუ­ლი­ად რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქის აღ­ნიშ­ნუ­ლი წე­რი­ლი ბა­დებს გა­უ­გებ­რო­ბას, რად­გან ა. რუ­სე­თის ეკ­ლე­სია აღი­ა­რებს სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის იუ­რის­დიქ­ცი­ას ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ბ. სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სია, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბაც ცნობს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბულ სა­ზღვრებს, ხოლო ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოქ­მედ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ებს მი­იჩ­ნევს სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მად. სამ­წუ­ხა­როა, რომ დღეს, რო­დე­საც მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გამ­ყა­რე­ბის ყო­ვე­ლი მცდე­ლო­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, იდ­გმე­ბა ისე­თი ნა­ბი­ჯე­ბი, რო­მე­ლიც უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დებს არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე და არ­თუ­ლებს ვი­თა­რე­ბას”, – ნათ­ქვა­მია სა­პატ­რი­არ­ქოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

Related posts

კომენტარის დამატება