ინდოეთიდან ხორბლის ექსპორტის აკრძალვას მსოფლიოში ამ კულტურის გაძვირება მოჰყვა-წერს BBC

BBC-ს წერს, რომ მას შემდეგ, რაც ინდოეთმა თავისი ძირითადი მარცვლეულის ექსპორტი აკრძალა, საერთაშორისო ბაზრებზე ხორბალი გაძვირდა. მაგალითისთვის, აშშ-ის ზოგიერთ შტატში, ხორბლის საორიენტაციო ფასის ინდექსი თითქმის 6%-ით გაიზარდა, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და საომარი ქვეყნიდან ხორბლის ექსპორტზე პრობლემები შეიქმნა, მრავალი ქვეყანა სწორედ ინდოეთს განიხილავდა დეფიციტის შევსების საშუალებად.

დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების სოფლის მეურნეობის მინისტრებმა ინდოეთის მთავრობის გადაწყვეტილება დაგმეს. „თუ ყველა დაიწყებს ექსპორტზე შეზღუდვების დაწესებას ან ბაზრების დახურვას, ეს კრიზისს გააუარესებს. მოვუწოდებთ ინდოეთს, აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა, როგორც დიდი ოცეულის წევრმა ქვეყანამ“, – აცხადებენ გერმანიის სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

Related posts

კომენტარის დამატება