ირაკლი ღარიბაშვილი: ეკონომიკა იზრდება, 14.4%-იანი ზრდა გვაქვს პირველ კვარტალში, რაც მეტად სასიხარულოა

საქართველოს ეკონომიკა იზრდება, 14.4% ზრდა გვაქვს პირველ კვარტალში, – აღნიშნულზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ეკონომიკის ზრდის მიმართულებით, პოზიტიური დინამიკა გვაქვს.

„იანვარში ჩვენ გვქონდა 18%-იანი ზრდა, თებერვალში – 14.6% იყო ჩვენი ეკონომიკის ზრდა და მარტში უკვე რეალური ზრდა – 10.6% იყო, რაც ჯამში 14.4 გამოვიდა, რაც ძალიან სასიხარულოა. იზრდება როგორც ადგილობრივი ექსპორტი, ასევე, ტურიზმი, ფულადი გზავნილები, ასე რომ მთლიანობაში ძალიან პოზიტიური დინამიკა გვაქვს ამ მიმართულებით“, – თქვა პრემიერმა.

Related posts

კომენტარის დამატება