ცხელი წყალი ასუფთავებს თქვენს სხეულს ტოქსინებისგან. განსაკუთრებით სასარგებლოა თუ ის იქნება პირველი, რასაც დილით, გაღვიძების შემდეგ და ღამით, ძილის წინ მიირთმევთ. სხეულში C ვიტამინის შემცველობის გასაძლიერებლად წყალში შეგიძლიათ დაამატოთ ცოტაოდენი ლიმონიც. წყალი 50-დან 60 რადუს ცელსიუსამდე უნდა გაცხელდეს.
- ცხელი წყალი ხელს უწყობს საჭმლის მარტივად მონელებას
- აწესრიგებს ნაწლავების პრობლემებს
- ატენიანებს თქვენს სხეულს
ცხელი წყლის დალევა გინარჩუნებთ ტენიანობას. წყლის საშუალო რაოდენობა, რომელიც ინდივიდმა ყოველდღიურად უნდა დალიოს, არის დაახლოებით 2,5 ლიტრი. შესაძლოა გაგიჭირდეთ დიდი რაოდენობით წყლის მიღება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ არ ხართ მიჩვეული, მაგრამ საბოლოოდ, თქვენი სხეული მოერგება ახალ რუტინას და დაიწყებს წყლის ამ რაოდენობის სასარგებლოდ გამოყენებას.
- ხელს უწყობს წონაში კლებას
როცა ცხელ წყალს სვამთ, თქვენი სხეულის ტემპერატურის კონტროლის სისტემა იღვიძებს. თქვენი სხეული იწყებს წყლის ტემპერატურის კომპენსაციას შიდა ტემპერატურის შემცირებით. მთელი ეს პროცესი ააქტიურებს თქვენს მეტაბოლიზმს, რაც ხელს უწყობს წონის კლებას.
- გეხმარებათ ტოქსინების მოცილებაში
როცა ცხელ წყალს სვამთ, თქვენი შინაგანი სხეულის ტემპერატურა იწყებს მატებას. ცხელი წყლის დალევა ან ცხელი აბაზანის მიღება ააქტიურებს თქვენი სხეულის ენდოკრინულ სისტემას და იწყებთ ოფლიანობას. ოფლიანობა შეიძლება არასასიამოვნო იყოს, მაგრამ ის გეხმარებათ ორგანიზმიდან ტოქსინებისა და ნარჩენების მოშორებაში