ხუთი მოსამართლის საკონსტიტუციო სარჩელი – საქმე „გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას“ ეხება

ხუთი მოქმედი მოსამართლე “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანულ კანონში შესულ ცვლილებებს ასაჩივრებს საკონსტიტუციო სასამართლოში. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესული ცვლილებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პრინციპს და გაუმართლებლად ზღუდავს მოსამართლეთა უფლებებს.

გასაჩივრებული ნორმით იზღუდება გამოხატვის ნებისმიერი, ყველა ფორმა, თუ საშუალება, იქნება ეს სოციალურ ქსელში რუსეთის მიერ უკრაინისა თუ საქართველოს ოკუპაციისა და ომის საწინააღმდეგო ტექსტური, სიმბოლური, აუდიო, ვიდეო ან ფოტო გამოხატვა, ასევე მოწყვლადი, თუ უმცირესობების ჯგუფების ან სხვათა სოციალური სოლიდარობის აქციაში მონაწილეობა. გასაჩივრებული ნორმები უკვე მოქმედებს, შესაბამისად, მოსარჩელეთა გამოხატვის უფლება უკვე შეზღუდულია. ის გარემოება, რომ გამოხატვის უფლების დარღვევის საფუძვლით არ არის დაწყებული დისციპლინური ან სხვა პროცედურები, არ ნიშნავს, რომ თავად უფლება არ არის შეზღუდული“, – ნათქვამია მოსამართლეთა სასარჩელო განცხადებაში.

Related posts

კომენტარის დამატება